ეკატერინე ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
|დედა = სალომე ორბელიანი
}}
'''ეკატერინე ჭავჭავაძე''' (დ. [[19 მარტი]], [[1816]] ― გ. [[13 აგვისტო]], [[1882]]), [[სამეგრელოს სამთავრო]]ს უკანასკნელი დედოფალი; [[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ალექსანდრე ჭავჭავაძის]] ასული. [[1839]] წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს [[დავით დადიანი|დავით ლევანის ძე დადიანს]]. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, [[ნიკო დადიანი|ნიკოს]] სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.
 
[[ყირიმის ომი]]ს დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს [[ალექსანდრე II]]-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.
 
1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია [[მარტვილის საკათედრო ტაძარი|მარტვილის ტაძარში]]. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ.ნიკოლოზ ბარათაშვილის]] ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/ekaterinechav.html ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882)]
 
 
==ლიტერატურა==