სინათლის წელიწადი (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
== ისტორია ==
ჯგუფი „სინათლის წელიწადი“ ჩამოაყალიბა გიგი გეგელაშვილმა 2004 წელს, თუმცა როკ-ჯგუფის ჩამოყალიბებას და საკომპოზიტორო მოღვაწეობას გიგი უკვე 2000 წლიდან იწყებს. 2001 წელს გიგიმ დაწერა სიმღერები კონცეპტუალური ალბომისთვის და ჩამოაყალიბა თავდაპირველი ჯგუფი პირობითი სახელწოდებით „საბა“, რომლის შემადგენლობა იყო შემდეგი: გიგი გეგელაშვილი (ვოკალი), დავით ყეინაშვილი (კლავიში), ლაშა ივანიაშვილი (გიტარა) და ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი). ჯგუფი იწყებს მუშაობას ალბომის მომზადებაზე. 2002-2004 წლებში ხდება ჯგუფის რეორგანიზაცია: ჯგუფს ტოვებს გიტარისტი ლაშა ივანიაშვილი და ემატება მევიოლინეები ნათია ჩუგოშვილი და ელენე მეჩიტოვა, ასევე ჩელისტი გიორგი კიკაბიძე. ამ შემადგენლობით ჯგუფი ატარებს თავის პირველ კონცერტ-პრეზენტაციას თბილისის მერიის შენობაში, 2004 წლის 8 აპრილს. ჯგუფს ერქმევა საბოლოო სახელწოდება: „სინათლის წელიწადი“.
 
2004 წელს, ჯგუფმა ჩაწერა თავისი პირველი მუსიკალური დისკი, კონცეპტუალური საკონცერტო ალბომი სახელწოდებით „გზა ცისკენ“.
 
ჯგუფმა„სინათლის წელიწადმა“ შექმნა როკ კანტატა სახელწოდებით „თაობა XXI“ და შეასრულა იგი პირველად 2006 წელს [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და სოლისტ მომღერლებთან ერთად, სულ 150 მუსიკოსის მონაწილეობით. როკ კანტატა „თაობა XXI“ განმეორებით შესრულდა 2009 წელს [[რუსთაველის თეატრი|შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში]], გაკეთდა კონცერტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოცემულ იქნა ჯგუფის მეორე საკონცერტო ალბომის სახით.
 
[[ფაილი:Rock_Cantata_"Generation_XXI".JPG|thumb|300პქ|როკ კანტატა „თაობა XXI“ (2006)]]