ბებერასოკო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბებერასოკო''' (Leccinum crocipodium, Krombholzia nigrescens) — ქუდიანი სოკო [[ბოლეტუსისებრნი|ბოლეტუსისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. ქუდის ზედაპირი დახეთქილია და შეფერილია მოყვითალოდან მუქ ყავისფრამდე, ქვედა მხარეს განვითარებული აქვს მოყვითალო მილები. რბილობი ყვითელია, ზოგჯერ მოწითალო, ჰაერზე სწრაფად მუქდება. ფეხი სწორია, წიბოვანი, მოყვითალო, დაფარული მუქი წვრილი ქერცლით. წააგავს [[არყისძირა|არყისძირას]]. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით წიფლნარებში [[ზაფხული|ზაფხულსა]] და [[შემოდგომა]]ზე. საჭმელად იხმარება ახალი და დამუჟუჟებული, ჩვენში შეცდომით ბოლეტუსისებრთა სხვა წარმომადგენლებსაც ხშირად ბებერასოკოს უწოდებენ.
==ლიტერატურა==
*{{ქსე|2|262|ნახუცრიშვილი ი.}}
 
[[კატეგორია:ბოლეტუსისებრნი]]