ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ast:ABBA
ხაზი 175:
ანდერსონი და ულვეუსი [[ტიმ რაისი|ტიმ რაისთან]] თანამშრომლობით [[1983]] წელს დაკავდნენ. შემდგომში მათ დაასრულეს ერთობლივი მუშაობა მიუზიკლზე „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი საერთაშორისო მასშტაბით სოლო კარიერებზე ზრუნავდნენ. ამავე პერიოდში საფრანგეთის ტელეარხისათვის მომზადდა მუსიკალური ფილმი ''[[Abbacadabra]]'' - საბავშვო მიუზიკლი ABBA-ს 14 სიმღერით. [[ალენ ბუბლელი|ალენ]] და [[დანიელ ბუბლელი|დანიელ ბუბლელები]], რომლებმაც დაწერეს მიუზიკლი „[[საბრალონი (მიუზიკლი)|საბრალონი]]“, სტიგ ანდერსონს დაუკავშირდნენ და მუსიკალური ფილმი საფრანგეთის ეთერში საშობაოდ გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი ჰოლანდიური ვერსიაც გამოჩნდა. ლიუნგსტადი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მონაწილეობდა ფრანგულ ვერსიაში და ჩაწერა საკუთარი სინგლი, „Belle“, დუეტი ფრანგ მომღერალ დანიელ ვალავუანთან. ეს იყო ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიციის „[[Arrival (სიმღერა)|Arrival]]“ ქავერ ვერსია. სოლო სინგლი კარგად იყიდებოდა საფრანგეთში და [[კამერონ მაკინტოში]] გეგმავდა შოუს ინგლისურენოვანი ვერსიის ლონდონში დადგმას. ანდერსონი და ულვეუსი მონაწილეობდნენ პროექტში და მათი წვლილი აღინიშნა ახალი სიმღერის „[[(I Am) The Seeker|The Seeker]]“ დამატებით. ''Abbacadabra'' ლონდონში წარდგენილი იქნა [[1983]] წლის [[8 დეკემბერი|8 დეკემბერს]]. რვა კვირის მანძილზე დარბაზები ამ შოუებზე ბოლომდე ივსებოდა, თუმცა მიმოხილვები, გამოქვეყნებული პრესაში, არაერთგვაროვანი იყო. წარმოდგენები [[1984]] წლის [[21 იანვარი|21 იანვარს]] დასრულდა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ლიუნგსტადი. „Belle“ ჩაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის ზედამხედველობითა და ახალი სათაურით, „Time“, მომღერალ [[ბ. ა. რობერტსონი]]ს მონაწილეობით.
 
ჯგუფის ოთხივე წევრი მსმენელების წინაშე გამოვიდა [[1986]] წლის [[იანვარი|იანვარში]]. შვედური სატელევიზიო შოუსათვის, რომელიც სტიგ ანდერსონის 55-ე დაბადების დღეს ეძღვნებოდა, მათ ჩაწერეს სიმღერის „Tivedshambo“ აკუსტიკური ვერსია. იმავე წელს ისინი გამოჩნდნენ ერთ-ერთი სხვა მეგობრის, ყოფილ ტურ-მენეჯერ კლაეს აფ გეიერსტამის 40-ე იუბილეზე. მათ იმღერეს სიმღერა „Der Kleine Franz“, რომელიც ასევე გამოჩნდა მიუზიკლში „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. [[1986]] წელს გამოვიდა ალბომი ''[[ABBA Live]]'', რომელშიც შეტანილი იქნა ჯგუფის [[1977]] და [[1979]] წლების ტურნეების ნაწყვეტები. ოთხივე წევრი [[1999]] წელს გორელ ჰანსერის იუბილეზე გამოჩნდა. ჰანსერი ოთხივეს დიდი ხნის მეგობარი იყო, ისევე როგორც სტიგ ანდერსონის ყოფილი მდივანი. გორელის საპატივცემულოდპატივსაცემად ოთხეულმა შეასრულა შვედური დაბადების დღის აღსანიშნავი სიმღერის „Med En Enkel Tulipan“ ა-კაპელა ვერსია. <ref>[http://www.raffem.com/BjornUlvaeusBiogr.htm] ABBA-ს უკანასკნელი ცნობილი გამოჩენა (1999)</ref>
 
ბენი ანდერსონი სხვადასხვა წლებში ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს. [[1992]] წლის ივნისში ის და ულვეუსი გამოჩნდნენ ჯგუფ [[U2]]-ს სტოკჰოლმის კონცერტზე და შეასრულეს სიმღერის „[[Dancing Queen]]“ მისამღერი. რამდენიმე წლის შემდეგ კონცერტზე „B & B in Concert“ ანდერსონი გამოჩნდა სხვა მუსიკოსებთან ერთად და უკრავდა ფორტეპიანოზე. პროექტის [[Benny Anderssons Orkester|BAO]] კონცერტებზე ანდერსონი ABBA-ს სიმღერებს ხშირად ასრულებს. მან ასევე დაუკრა ფორტეპიანოზე [[ან სოფი ფონ ოტერი]]ს „Like an Angel Passing Through My Room“-ში და [[ვიქტორია ტოლსტოი]]ს მიერ ჩაწერილ „When All Is Said and Done“-ში. [[2002]] წელს ლონდონში [[აივორ ნოველო]]ს ჯილდოს მიღებისას ანდერსონმა და ულვეუსმა შეასრულეს „Fernando“-ს ა კაპელა ვერსია. ლიუნგსტადმა [[1993]] წელს ჯგუფთან [[The Real Group]] ჩაწერა „Dancing Queen“-ის ა=კაპელა ვერსია. მოგვიანებით, 1993 წელს შვეიცარიელ მომღერალ დან დანიელთან ერთად მან „I Have a Dream“-ის ახალი ვერსია ჩაწერა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან