სიურრეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
== წარმოშობა ==
[[ფაილი:Breton.jpeg|right|thumb|200px|ანდრე ბრეტონი]]
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის [[აპოლინერი, გიიომ|გიიომ აპოლინერს]], რომელიც [[1918]] წელს გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივცემულოდპატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონმა]] და [[სუპო, ფილიპ|ფილიპ სუპომ]] ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. [[1919]] წელს მათ შეუერთდათ [[არაგონი, ლუი|არაგონი]] და [[ელუარი, პოლ|პოლ ელუარი]].
 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება [[დადაიზმი]], რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიურრეალიზმი“-დან