ბაპტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის დამატება: xh:Ibandla LamaBapist
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: vi:Đạo Baptist; cosmetic changes
ხაზი 1:
{{პროტესტანტიზმი}}
'''ბაპტიზმი''' ([[ბერძნ.]] baptizō - ვნათლავ წყლით) — ქრისტიანული მიმდინარეობა, [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტიზმის]] ერთ-ერთი სახე.
 
ბაპტიზმი წარმოიშვა როგორც რადიკალურ-პროტესტანტული მიმდინარეობა [[1609]] წელს [[ნიდერლანდი|ჰოლანდიაში]] ინგლისელ ემიგრანტებს შორის. ბაპტისტების პირველი თემები 1611-1612 წლებში გაჩნდა [[ინგლისი|ინგლისში]], ხოლო 1639 ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისის კოლონიებში. ბაპტისტების წარმოდგენით ადამიანის სულის ხსნა შეიძლება [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] პირადი რწმენით და საჭირო არაა მღვდელის შუამდგომლობა. რწმენის ერთადერთ წყაროდ მათ ბიბლია მიაჩნიათ. ბაპტისტები უარყოფენ ხატებს, ზოგიერთ საეკლესიო საიდუმლოებას, ზოგიერთ ქრისტიანულ დღესასწაულს, მოითხოვენ, რომ ადამიანი მოწიფულობისას მოინათლოს, უარყოფენ საეკლესიო იერარქიას, თუმცა თანამედროვე ბაპტისტებს შორის ეკლესიის და სამღვდელოების როლი იზრდება.
 
XIX საუკუნეში ბაპტიზმი გავრცელდა [[ევროპა|ევროპის]], [[აზია|აზიის]], [[აფრიკა|აფრიკის]] და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ბაპტისტების ძირითადი მასა (90%) თავმოყრილია [[აშშ]]-ში. სამხრეთ შტატებში არის უდიდესი გაერთიანება "ბაპტისტების სამხრეთის კონვენცია", რომელიც [[1845]] წელს გამოეყო ბაპტისტებს და [[ამერიკის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] დროს მონობის დამცველად გამოდიოდა. ამერიკელ ბაპტისტებს შორის არიან პოლიტიკური მოღვაწეები და მსხვილი კაპიტალისტები (მაგ., [[ძმები როკფელერები]]), რომელთა მხარდაჭერით ბაპტისტები მთელ მსოფლიოში აჩაღებენ მისიონერულ საქმიანობას ბაპტიზმის გასავრცელებლად. [[1905]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]] შედგა ბაპტისტების I მსოფლიო კონგრესი, რომელზეც შეიქმნა [[ბაპტისტების მსოფლიო კავშირი]] (ცენტრი ქ. [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]]). [[1966]] წელს ბაპტისტების მსოფლიო კავშირი აერთიანებდა 116 ქვეყნის 27 მლნ. ბაპტისტს. [[1950]] წელს [[პარიზი|პარიზში]] დაარსდა [[ბაპტისტების ევროპის ფედერაცია]], რომელიც [[1966]] წელს 21 ქვეყნის 1,5 მლნ. კაცს აერთიანებდა. [[რუსეთი|რუსეთში]] ბაპტიზმი [[გერმანია|გერმანიიდან]] შემოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში და 70-80-იან წლებში გავრცელდა [[ყუბანი|ყუბანის]], [[დონი|დონის]], ამიერკავკასიის, [[ხერსონი|ხერსონის]], [[ეკატერინოსლავი]]ს, [[კიევი]]ს გუბერნიების გერმანიის კოლონისტთა შორის, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობაშიც.
 
[[საქართველო]]ში ბაპტისტების პირველი თემი ჩამოყალიბდა [[1867]] წელს [[თბილისი|თბილისში]] (რუსეთის იმპერიაში პირველ თემად ითვლებოდა). [[1921]] წლამდე თბილისში მოქმედ ბაპტისტებთა თემებში ქართველები ნაკლებად იყვნენ. 1921 წელს ჩამოყალიბდა ქართველ ბაპტისტთა ჯგუფი. ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა. პარალელურად შეიქმნა სომხური ჯგუფიც. [[1946]] წლის 17 იანვარს ქართული, რუსული და სომხური ჯგუფები გაერთიანდნენ. [[1964]] წელს მათ შეუერთდა ოსური თემი.
 
[[1991]] წლის მარტში შეიქმნა [[საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი|საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი (სქ)]], რომელიც გაერთიანდა საქართველოში მოქმედი 30-მდე ბაპტისტთა ეკლესია (7000-მდე წევრი, 1993 წლის 1 იანვრის მონაცემებით). 1991 წლის 25 სექტემბერს ქ. [[ვარნა]]ში [[ევროპის ქრისტიან ბაპტისტთა ფედერაცია|ევროპის ქრისტიან ბაპტისტთა ფედერაციის]] საბჭოს სხდომაზე სქ ბაპტისტთა კავშირი მიიღეს ფედერაციის სრულუფლებიან წევრად. 1992 წლის 11 ივლისს ქ. [[მონტეგო-ბეი]]ში ([[იამაიკა]]) - მსოფლიოს ქრისტიან ბაპტისტთა კავშირის (გაეროს არასამთავრობო ორგანიზაცია) წევრად. ბაპტისტთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში. კავშირი უშვებს გაზეთ "[[უფლის ხმა]]ს" (1992 წლიდან) და ჟურნალ "[[ბეთლემი (ჟურნალი)|ბეთლემს]]" (1991 წლიდან).
== ლიტერატურა ==
* ''მანჯგალაძე გ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 196, თბ., 1977
 
[[კატეგორია:პროტესტანტიზმი]]
ხაზი 68:
[[tr:Baptistler]]
[[uk:Баптизм]]
[[vi:Báp-títĐạo Baptist]]
[[xh:Ibandla LamaBapist]]
[[zh:浸信会]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაპტიზმი“-დან