თალიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|ForwarderL|29/05/12}} {{ქიმიური ელემენტი |თალიუმი / Thallium (Tl)[[სურათი...
 
No edit summary
ხაზი 55:
|ქართული სახელი=თალიუმი}}
 
'''თალიუმი''' — [[დიმიტრი მენდელეევი]]ს [[პერიოდული სისტემა|პერიოდული სისტემის]] მეექვსე პერიოდის მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის [[ქიმიური ელემენტი]], [[ატომური ნომერი]]ა 81. აღინიშნება სიმბოლოთი '''Tl''' ({{lang-la|Thallium}}). მიეკუთვნება [[მძიმე ლითონები]]ს ჯგუფს. [[მარტივი ნივთიერება]] '''თალიუმი''' ([[რეგისტრაციის ნომერი CAS|CAS-ნომერი]]: 7440-28-0) არის — რბილი [[ლითონი]] თეთრი ფერის ცისფერი ელფერით.
 
== ისტორია ==
თალიუმი აღმოჩენილ იქნა [[სპექტრი|სპექტრალური მეთოდით]] [[1861]] წელს ინგლისელი მეცნიერის [[უილიამ კრუქსი]]ს მიერ ქალაქ გარცის გოგირდმჟავის ქარხნის ტყვიის კამერების წიდებში. სუფთა ლითონური თალიუმი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იქნა მიღებული კრუქსის და ფრანგი ქიმიკოსის [[კლოდ-ოგიუსტონ ლამი]]ს მიერ [[1862]] წელს.
 
=== სახელწოდების წარმომავლობა ===
ელემენტმა სახელწოდება მიიღო სპექტრის დამახასიათებელი მწვანე ფერის ზოლების და ალის მწვანე გამო. {{lang-grc|θαλλός}} — ახალგაზრდა, მწვანე ტოტი.
 
== ბუნებაში ==
თალიუმი — გაბნეული ელემენტია. შედის თუთიის, სპილენძის და რკინის მატყუარის, კოლჩედანების კალიუმის მარილების და [[ქარსი|ქარსების]] შემადგენლობაში. თალიუმი - მძიმე ლითონია. ცნობილია თალიუმის მხოლოდ შვიდი მინერალი ([[კუქსიტი]] (Cu, Tl, Ag)<sub>2</sub>Se, [[ლორანდიტი]] TlAsS<sub>2</sub>, [[ვრბაიტი]] Tl<sub>4</sub>Hg<sub>3</sub>Sb<sub>2</sub>As<sub>8</sub>S<sub>20</sub>, [[გუტჩინსონიტი]] (Pb, Tl)S • Ag<sub>2</sub>S • 5As<sub>2</sub>S<sub>5</sub>, [[ავიცენიტი]] Tl<sub>2</sub>O<sub>3</sub>, [[თალიუმის აზიდი]] TlN<sub>3</sub>, [[პიკრატები#თალიუმის პიკრატი|თალიუმის პიკრატი]] C<sub>6</sub>H<sub>2</sub>(NO<sub>2</sub>)<sub>3</sub>OTl), ყველა ეს მინერალი ძალიან იშვიათია ბუნებაში. თალიუმის ძირითადი მასა დაკავშირებულია სულფიდებთან და უპირველეს ყოვლისა რკინის დისულფიდებთან. [[პირიტი|პირიტში]] ის არის შემადგენლობის 25 %. მისი შემცველობა რკინის დისულფიდებში ხშირად შეადგენს 0,1-0,2 %, ზოგჯერ აღწევს 0,5 %. [[გალენიტი|გალენიტში]] თალიუმის შემცველობა მერყეობს 0,003-დან 0,1 %-მდე იშვიათად კი უფრო მეტიც. თალიუმის მაღალი კონცენტრაციები დისულფიდებში და გალენიტებში დამახასიათებელია დაბალტემპერატურული ტყვია-თუთიის კირქვების საბადოებისათვის.
 
==სქოლიო==
Line 74 ⟶ 84:
[[კატეგორია:ლითონები]]
[[კატეგორია:რადიოაქტიური ელემენტები]]
[[კატეგორია:გარდამავალიმძიმე ლითონები]]
 
{{Link FA|el}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თალიუმი“-დან