მაო ძედუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
78.139.137.51-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 5:
მაო ძედუნი დაიბადა [[1893]] წლის [[26 დეკემბერი|26 დეკემბერს]], ხუნანის პროვინციის სოფ. შაოშანში გაუნათლებელი, მაგრამ შრომისმოყვარე და მდიდარი გლების ოჯახში. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა [[სინჰაის რევოლუცია]]ში ([[1911]]—[[1913]]). [[1918]] წ ქ. [[ჩანშა]]ს პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონი]]. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში.
 
ჩპკ-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ის [[1935]] წ. გახდა 42 წლის ასაკში. თავისი ძირითადი ნაშრომები [[1930]]—[[1940]] წწ დაწერა. პირველად უკვე [[1938]] წ. მან დაიწყო ლაპარაკი მარქსიზმ-ლენინიზმის ჩინეთის კონკრეტულ პირობებთან შეგუების შესახებ, 40-იანი წლების დასაწყისში კი წამოიწყო ბრძოლა [[დოგმატიზმი]]ს წინააღმდეგ, რომლის ქვეშაც გულისხმობდა საბჭოთა გამოცდილებისა და საბჭოთა კავშირის მითითებებისადმი ბრმა მორჩილებას. მაშინ ჩპკ-ს რიგებიდან გაირიცხა ყველა, ვინც მაოს არ ეთანხმებოდა. სწორედ ამიტომ მაო ძედუნის მოსვლას ხელისუფლების სათავეში სამოქალაქო ომის დასკვნით ეტაპზე [[სტალინი]] დიდი აღფრთდანებითაღფრთოვანებით არ შეხვდა. მაგრამ გამარჯვებული მაო ძედუნის ზურგს უკან იყო ორგანიზაციული მუშაობისა და პარტიზანული ომის წარმოების 22 წლიანი გამოცდილება. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ჩპკ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, ყველა ექსპერიმენტი და პოლიტიკური კამპანია, რომელიც ქვეყანაში 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე გატარდა.
 
მაო იყო ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ჩინეთის კომუნისტური პარტიას ჩინეთის სამამულო ომის დროს გამარჯვება მოუტანა. მაო იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მისი დაარსებიდან ([[1949]] წელი) სიცოცხლის ბოლომდე ([[1976]]წ). მაო ძედუნი მიჩნეულია როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა თანამედროვე ისტორიაში და მე–20 საუკუნის ყველაზე გავლენინანი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ მაოს რეფორმებმა ქვეყანა ერთ–ერთ მნიშვნელოვან ძალად აქცია, ზოგიერთი მიიჩნევს რომ მისმა სოციოპოლიტიკურიმა პროგრამებმა, როგორიცაა „უდიდესი ნახტომი წინ“, და "კულტურული რევოლუცია", ქვეყანას ზიანი მიაყენა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სფეროებში და გახდა მიზეზი ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაო_ძედუნი“-დან