გორის დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''გორის დრამატული თეატრი''', ''გიორგი ერისთავის სახელობისა'', ქარ...)
 
'''გორის დრამატული თეატრი''', ''გიორგი ერისთავის სახელობისა'', ქართული დრამატული თეატრი ქ. გორში. დაარსდა 1934 წელს (სცენისმოყვარეთა საშინაო წარმოდგენა გორში პირველად 1845 გაიმართა, საჯარო წარმოდგენა - 1865. რევოლუციამდე და 20-იან წლებში ქალაქში სცენისმოყვარეთა წრეები მუშაობდნენ).
 
თეატრის რეპერტუარშია ქართველ და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მსახიობებს: თ. აბაშიძეს, შ. ხერხეულიძის, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს და სხვებს, რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორს), პ. ფრანგიშვილს, ვ. ყუშიტაშვილს, ო. ალექსიშვილს. ლ. იოსელიანს, ი. კაკულიას, გ. ლაღიძეს, გ. ლორთქიფანიძეს, ვ. მაღლაკელიძეს, ს. ვაჩნაძეს და სხვებს.
 
 
 
{{ქსე}}