სიმონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სიმონ I''' (* [[1537]] ― † [[1611]]), ქართლის მეფე [[1556]]-[[1569]], [[1578]]-[[1599]], [[ლუარსაბ I | ლუარსაბ I-ის]] ძე.
'''სიმონ I''' (* [[1537]] ― † [[1611]]), ქართლის მეფე [[1556]]-69, [[1578]]-[[1599]], [[ლუარსაბ I | ლუარსაბ I-ის]] ძე. [[გარისის ბრძოლა | გარისის ბრძოლაში]] [[1556]] მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული [[ყიზილბაშები]]. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. გორში ჰქონდა. [[1556]]-[[1559]] სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. [[1559]] კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის [[ლევანი, გიორგი II-ის ძე | ლევანის]] ასულის ქორწინებით გამოიხატა. [[1560]]-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ [[1561]] აპრილში დამარცხდა [[ციხედიდის ბრძოლა | ციხედიდის ბრძოლაში]]. [[1562]] სიმონ I-ის ძმა [[დავით XI|დავითი (დაუთ-ხანი)]] გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. [[1567]] და [[1569]] დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. [[1569]] [[ფარცხისის ბრძოლა 1569|ფარცხისის ბრძოლაში]] ([[ალგეთის ხეობა]]) ღალატის წყალობით სიმონ I ტყვედ ჩავარდა. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და [[1569]]-[[1578]] ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა.
 
ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე ([[1578]]) შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მალე სიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე, გორი და სხვა ციხესიმაგრეები. [[1579]] სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. [[1580|1580-ის]] ზაფხულში სულთანმა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა გადააყენა და მის ნაცვლად სინან-ფაშა დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება. [[1582]] სიმონ I-მა კავშირი შეკრა [[მანუჩარ II | მანუჩარ II ჯაყელთან]]. იმავე წელს [[მუხრანის ბრძოლა | მუხრანის ბრძოლაში]] სიმონ I-მა დაამარცხა სულთნის ლაშქარი. ამავე დროს აჯანყება დაიწყო [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოში]], [[1579]] ოსმალთა მიერ გაუქმებული ათაბაგობა აღდგა. [[1584]] სულთანმა ქართლში გამოგზავნა ახალი სარდალი ფერჰად-ფაშა. [[1585]] სიმონ I-მა აიღო ლორე, რომელიც მალე ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს. [[1587]] ფერჰად-ფაშამ შეძლო სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ხელისუფლების აღდგენა. 80-იანი წლების II ნახევარში ოსმალეთი მთელ ამიერკავკასიას დაეუფლა. [[1588]] სიმონ I დაუზავდა ოსმალეთს: ქართლმა ხარკი იკისრა, სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო ქართლის ქრისტიანი მეფე. სიმონ I-ის მეთაურობით ქართლის მოსახლეობის გმირულმა ბრძოლამ სულთნის ხელისუფლება აიძულა ხელი აეღო ქვეყნის სრული დაპყრობის პოლიტიკაზე. [[1590]] ირან-ოსმალეთის ზავის საფუძველზე მთელ საქართველოში ოსმალეთი გავლენა დამყარდა.
 
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად სიმონ I იბრძოდა ქვეყნის გასაერთიანებლად. 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ბრძოლები მიმდინარეობდა. [[1588]] [[გოფანთოს ბრძოლა 1588| გოფანთოს ბრძოლაში]] სიმონ I-მა დაამარცხა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ლევანი]] ([[1583]]-[[1590]]), მაგრამ ქართლში ოსმალთა მძლავრობამ ხელი შეუშალს მოპოვებული გამარჯვების განმტკიცებას და ლევანი ისევ დაეუფლა ტახტს. [[1590]] სიმონ I-მა კვლავ ილაშქრა იმერეთში, აიღო ქუთაისი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მორიგი ლაშქრობის დროს კვლავ აიღო [[ქუთაისი]], [[კვარა]], [[სკანდა]], [[კაცხი]], მაგრამ [[ოფშკვითის ბრძოლა|ოფშკვითთან ბრძოლაში]] დამარცხდა. ქართლისა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა. [[1595]] სპარსეთმა, ქართლმა და კახეთმა შეკრეს ოსმალეთის წინააღმდეგ. [[1598]] სიმონ I-მა განაახლა ბრძოლა და ალყა შემოარტყა [[გორის ციხესციხე]]ს. ამავე დროს ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო სამცხე-საათბაგოში. [[1599]] სიმონ I-მა გორის ციხე აიღო. სულთანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. [[ნახიდურის ბრძოლა|ნახიდურთან ბრძოლაში]] ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი [[თეთრი წყაროს რაიონი]]) სიმონ I ტყვედ ჩავარდა ([[1599]]), იგი [[სტამბოლი | სტამბოლში]] გაგზავნეს და იედიყულეს (შვიდკოშკა) ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველების ცდა, დაეხსნათ სიმონ I, უშედეგო აღმოჩნდა და იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.
 
{{ქსე}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_I“-დან