ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

71 ბაიტი დაემატა ,  9 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ქცევის მეცნიერული შესწავლა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] დაიწყო. თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო [[ცხოველთა ქცევა]], ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიური]] საფუძვლებისა და მისი რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო [[ბიოლოგია|ბიოლოგიური]] შესწავლა დაკავშირებულია [[ეთოლოგია|ეთოლოგიის]] და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების — ზოოფსიქოლოგიის და ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი — მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).
 
ფსიქოლოგიაში[[ფსიქოლოგია]]ში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. [[ბიჰევიორიზმი|ბიჰევიორიზმმა]] კი [[ფსიქიკა|ფსიქიკის]] შესწავლა ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის ქცევა.
 
[[kbd:ЩытыкӀэ]]