საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎შედეგები: მკვდარი ბმული
ხაზი 62:
2008 წლის 29 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბათლად ცნო არჩევნების შედეგები 27 საარჩევნო უბანზე არსებითი დარღვევების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კიდევ 12 საარჩევნო უბნის შედეგები. <ref>[http://www.civil.ge/geo/article.php?id=18428&search= 39 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა]</ref> [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ]] მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება [[ბათუმი]]ს საარჩევნო ოლქში, რაც არ დაკმაყოფილდა.
 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა 5 ივნისს.<ref>[http://www.civilgeorgia.ge/geo/article.php?id=18484&search= ცესკომ არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა]</ref> ამომრჩეველთა აქტიურობამ 53,9% შეადგინა. შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად არჩევნების შემაჯამებელ ოქმს არ სჭირდება კენჭისყრა, ამიტომ მას მხოლოდ კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა მოაწერეს. კომისიის ექვსმა წევრმა ოქმს თან დაურთო საკუთარი მოსაზრება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოქმის შინაარსს.
 
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 75 საარჩევნო ოლქიდან 71-ში მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"]]. [[თბილისი|თბილისში]], [[დიდუბე|დიდუბისა]] და [[ვაკე|ვაკის]] საარჩევნო ოლქებში გაიმარჯვეს [[ერთიანი ოპოზიცია|გაერთიანებული]] ოპოზიციის კანდიდატებმა, "[[ახალი მემარჯვენეები]]ს" წევრებმა: [[დავით გამყრელიძე]]მ და [[დავით საგანელიძე]]მ. [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერისა]] და [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის]] საარჩევნო ოლქებიდან დეპუტატის მანდატი მოიპოვეს [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|საქართველოს რესპუბლიკური პარტიის]] წარმომადგენლებმა. თავად პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ზღვარი ვერ გადალახა.