ჩოლოქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
| აუზის ფართობი =159 კმ<sup>2</sup>
| სათავე = [[მესხეთის ქედი]]
| ჩაედინება = [[ნატანები (მდინარე)|ნატანები]]
| ქვეყნები = [[საქართველო]]
| ქალაქები =
}}
'''ჩოლოქი''', მდინარე დასავლეთ საქართველოში [[ნატანები (მდინარე)|ნატანების]] მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს [[მესხეთის ქედი]]ს ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, 803 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,5 კმ, აუზის ფართობი 159 კმ<sup>2</sup>. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,5 მ<sup>3</sup>/წმ.
 
მდინარეს კვეთს [[საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2]]. მდინარე [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთისა]] და [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]] მუნიციპალიტეტების საზღვარს წარმოადგენს. 2004 წელს, [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] შემდეგ საქართველოს მთავრობასა და [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის]] მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების გამო [[ასლან აბაშიძე|ასლან აბაშიძის]] ბრძანებით აფეთქეს ჩოლოქის ხიდი, რომელიც აჭარაში საავტომობილო მიმოსვლის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ამჟამად აფეთქებული ხიდის ნაცვლად მოქმედებს ახალი ხიდი.
 
1854 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] წინააღმდეგ [[ყირიმის ომი]]ს დროს. 2012 წელს ჩოლოქის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი. ხომალდს, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისთ თარიღდება [[ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი]]ს ექსპედიცია სწავლობს. <ref>''ახალი აღმოჩენა - ამჯერად ჩოლოქის შესართავთან'', გაზეთი „ალიონი", 1.05.2012. N16, გვ. 1</ref>
 
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|11|146|აფხაზავა ი.}}
 
==სქლიო==
{{სქოლიო}}
 
{{მინიდაფა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩოლოქი“-დან