მორიელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
'''მორიელები''' (Scorpiones) — [[უხერხემლოები|უხერხემლო ცხოველების]] რიგი [[ობობასნაირნი|ობობასნაირთა]] კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან [[ობობები]] და [[ტკიპები]]. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.
 
ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი [[გვინეა]]ში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი"„იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 [[მმ]]-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან [[არაქნიდები]]ს კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.
 
== კიდურები ==
ხაზი 39:
== მორიელის შხამი ==
[[ფაილი:Scorpion_tail.jpg|thumb|246px|მორიელის კუდი]]
მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესთრის საშუალებით თავს ესხმის მტერს. მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი, ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე, როგორც ბზიკის ნაკბენს, თუმცა ძალიან მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს. ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს. მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი-ადამიანი, ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ''ანტივენინი''(ანტივირუსი), რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს. მართალია, მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ, მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან, გრენლანდიის, ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა.ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე, ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას, როგორიცაა ''Euscorpius flavicuadis'', რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
 
== ნადირობა და კვება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორიელები“-დან