სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

(r2.7.1) (ბოტის დამატება: el:Scorpions)
[[რიტმი|რიტმურმა]] [[გიტარა|გიტარისტმა]] [[რუდოლფ შენკერი|რუდოლფ შენკერმა]] დაიწყო ჯგუფის შექმნა [[1965]] წელს. თავდაპირველად ჯგუფის [[ვოკალი]] თავად რუდოლფი იყო. ჯგუფის მოღვაწეობა დაიწყო [[1969]] წელს, როდესაც რუდოლფის უმცროსი ძმა, [[მიხაელ შენკერი]] და [[ვოკალი]]სტი [[კლაუს მაინე]] მოვიდნენ ჯგუფში.
 
[[1972]] წელს ჯგუფმა ჩაწერა და გამოუშვა მათი პირველი ალბომი ''[[Lonesome Crow]]'', ლოთარ ჰაიმბერგთან [[ბას-გიტარა]]ზე და [[დასარტყმელი საკრავები|დრამებზე]] [[ვოლფგანგ ძიონი]]სთან ერთად. ''Lonesome Crow''-ს მხარდამჭერი ტურნეს დროს, სკორპიონსმა დაარსადააარსა ჯგუფი [[UFO]]. ტურნეს დასასრულისას, UFO-ს წევრებმა მიხაელს შესთავაზეს ჯგუფში მუშაობა მთავარ გიტარისტად. იგი შეთავაზებას მალევე დათანხმდა. ჯგუფმა ტურნეს დასრულებისთვის დროებით მოიწვია გიტარისტი [[ულრიხ როთი]], ძმები შენკერების მეგობარი.
 
მიხაელ შენკერის წასვლამ ჯგუფში განხეთქილება გამოიწვია. ულრიხ როთს შესთავაზეს სკორპიონსში მისვლა მთავარ გიტარისტად, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და არჩია ჯგუფ დაუნ როადში დარჩენა. რუდოლფს გადაწყვეტილი ჰქონდა, ემუშავა ულრიხ როთთან, მაგრამ სკორპიონსის ბოლო შემადგენლობის აღდგენა არ სურდა. რუდოლფი დაესწრო დაუნ როადის რამდენიმე რეპეტიციას და საბოლოოდ გადაწყვიტა ჯგუფში მისვლა. იმ დროისთვის ჯგუფში იმყოფებოდნენ როთი, [[ფრანცის ბუხჰოლცი]] ([[ბას-გიტარა]]), ახიმ კირშნინგი (კლავიში) და [[იურგენ როზენთალი]] (დრამები). ულრიხი და ფრანსისი იყოლიებდნენ რუდოლფს ჯგუფში კლაუს მაინეს მოწვევაზე მთავარი ვოკალის პოზიციაზე, რაც მან გააკეთა კიდეც მალევე. ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაუნ როადის უფრო მეტი წევრი იყო ჯგუფში, ვიდრე სკორპიონსის, მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ სკორპიონსის სახელი, რადგან იგი უფრო კარგად იყო ცნობილი გერმანულ მძიმე როკ სცენაზე და ალბომიც იყო გამოშვებული ამ სახელით.