ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: my:စပိန်ပြည်တွင်းစစ်
No edit summary
ხაზი 44:
პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. [[1931]] წლის [[14 თებერვალი|14 თებერვალს]] ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. [[14 აპრილი|14 აპრილს]] მეფე [[ალფონსო XIII]] იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა [[ალკალა სამორა]]ს მეთაურობით.
 
მაგრამ რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ [[1931]] წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა - ლედესმამ და რედონდომ დაარსეს ფაშისტური პარტია "ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა" (შემოკლებით "ხონს"). <ref name="payne">Payne, Stanley [http://books.google.com/books?id=NiD3UeOCSGsC&pg=PA197&vq=mola&hl=es&source=gbs_search_r&cad=0_1#PPA203,M1 ''ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977''], pp. 200-203, 1999 Univ. of Wisconsin Press</ref> ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის [[მიგელ პრიმო დე რივერა]]ს შვილმა - [[ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა]]მ დაარსადააარსა თავისი ფაშისტური პარტია "ესპანური ფალანგა". [[1934]] წლის თებერვალში მოხდა "ესპანური ფალანგის" გაერთიანება "ხონსთან", რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა "ესპანური ფალანგა და ხონსი". [[1934]] წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.
 
== ომის დაწყება ==