კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: thumb → მინი (2), px → პქ using AWB)
[[სურათი:K_Mardjanishvili.jpg|მინი|კოტე მარჯანიშვილი]]
'''კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი''' (დ. [[28 მაისი]], [[9 ივნისი]], [[1872]], სოფ. [[ყვარელი]] — გ. [[ 17 აპრილი]], [[1933]], [[მოსკოვი]], დასაფლავებულია [[თბილისი | თბილისში]]), საბჭოთა ეპოქის [[ქართველები | ქართველი]] რეჟისორი. [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] სახალხო არტისტი ([[1931]]).
==ოჯახი==
კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმას]] „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] წერილების ადრესატი, ხოლო [[ილია ჭავჭავაძე]]მ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ [[სერგეი მესხი]]ს დედა და მსახიობ [[ვერიკო ანჯაფარიძე|ვერიკო ანჯაფარიძის]] დიდი ბებია.
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "[[ამოკი]]" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).
 
[[1928]] წელს ქუთაისში დაარსადააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,[[ 1933]], თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ | ე.ტოლერის]] "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ | ბ. შოუს]] "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), [[დადიანი, შალვა | შ. დადიანი]] "კაკალგულში" (1928); [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე |პ. კაკაბაძის]] "ყვარყვარე თუთაბერი" (1929),[[ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ | გ. ბუხნიკაშვილის]] "კი მაგრამ..." (1930), [[შელი, პერსი | პ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), [[ოლეშა, იური | ი. ოლეშას]] "სამი ბღენძი" (1931), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "სახლი მტკვრის პირას" (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე | ა. აფინოგენოვის]] "შიში" (1932), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" (1932), [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.
 
1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: [[ვაგნერი, რიხარდ | რ. ვაგნერის]] "ლოენგრინი" (1924), [[არაყიშვილი, დიმიტრი | დ. არაყიშვილის]] "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), [[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილის]] "დაისი" (1924), [[როსინი, ჯოაკინო | ჯ. როსინის]] "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა [[შილერი, ფრიდრიხ | ფ. შილერის]] "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), [[იოჰან შტრაუს II | ი. შტრაუსის]] ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.