პლოტინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Plotinos.jpg|thumb|პლოტინუსი]]
'''პლოტინუსი''' ({{lang-el|Πλωτῖνος}}) (დ. 204/5 — გ. [[270]]) — [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] მსოფლიოს ერთ–ერთი დიდი [[ფილოსოფია|ფილოსოფოსი]]. მისი თეორიის სისტემაში სამი ცნება გამოიყოფა: ერთადერთი, ინტელექტი და სული. მისი მასწავლებელი [[ამონიუს საკასი]] იყო. იგი პლატონური ტრადიციის მიმდევარია. მე–19 საუკუნეში ისტორიკოსებმა მოიგონეს ტერმინი [[ნეოპლატონიზმი]] და დაუკავშირეს იგი პლოტინუსსა და მის ფილოსოფიას, რომელსაც გვიან ანტიკურ ხანაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. პლოტინუსის ბიოგრაფია, ძირითადად, [[პორფირიუსი|პორფირიუსის]] წინასიტყვაობიდან არის ცნობილი, რომელიც მან პლოტინუსის ''[[ენეადები|ენეადებს]]'' დაურთო. მისი მეტაფიზიკური ნაწერები საუკუნეების განმავლობაში ახდენდა გავლენას [[პაგანიზმი|პაგანისტებზე]], [[ქრისტიანული ფილოსოფია|ქრისტიანებზე]], [[ებრაული ფილოსოფია|ებრაელებზე]], [[ისლამური ფილოსოფია|ისლამისტ]] და [[გნოსტიციზმი|გნოსტიკ]] [[მეტაფიზიკა|მეტაფიზიკოსებსა]] და [[მისტიკა|მისტიკოსებზე]].
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[ლიკოპოლისი|ლიკოპოლისში]], ქვემო [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]]. ადრეული წლები გაატარა [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]], თავის დროზე მეცნიერებისა და კულტურის ერთ–ერთ უმსხვილეს ცენტრში. [[231]]/[[232]]–[[242]] წლებში სწავლობდა ფილოსოფოს ამონიუს საკასთან (რომლის მოსწავლე ასევე იყო [[ორიგენი|ორიგენიც]], ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი მასწავლებელი). [[242]] წელს, რათა გაცნობოდა ირანულ და [[ინდუიზმი|ინდურ]] ფილოსოფიას, იმპერატორ [[გორდიანე III]]–ს ირანულ ლაშქრობაში გაჰყვა. [[243]]/[[244]] წელს დაბრუნდა რომში, სადაც დაარსადააარსა საკუთარი სკოლა და დაიწყო მასწავლებლობა. აქ შეიკრა მისი მიმდევრების წრე, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ნაციონალობას აერთიანებდა. [[265]] წელს იმპერატორ გალიენის მფარველობის ქვეშ, წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა განეხორციელებინა პლატონის სახელმწიფოს იდეა – დაეარსებინა ფოლოსოფოსების ქალაქი, პლატონოპოლისი, რომელიც რელიგიური აზროვნების ცენტრი იქნებოდა. [[259]]/[[260]] წელს, უკვე ხანდაზმულობაში დაიწყო თავისი სწავლებებისთვის წერილობითი ფორმის მიცემა. პლოტინუსის ფრაგმენტულ ჩანაწერებს პორფირიუსმა გაუკეთა რედაქტირება, თავი მოუყარა და გამოსცა. პორფირიუსმა ისინი ექვს ნაწილად დაყო, თითოეული დანაყოფი – ათ ნაწილად (აქედან მოდის მოდის პლოტინუსის 54 ტრაქტატის სახელწოდებაც – ''ენეადები'', αἱ ''Ἐννεάδες'', ''ათიანები'').
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლოტინე“-დან