ჩაკოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
|შენიშვნა=
}}
'''ჩაკოს ომი''' (1932–1935) იყო ბრძოლა [[სამხრეთ ამერიკა]]ში, [[ბოლივია]]სა და [[პარაგვაი]]ს შორის [[გრან-ჩაკო]]ს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილისთვის, რომელიც მცდარი წარმოდგენის თანახმად, თითქოს [[ნავთობი]]თ იყო მდიდარი. ხშირად მას ''ლა-გუერა-დე-ლა-სედს'' (''La Guerra de la Sed — წყურვილის ომი'') უწოდებენ, რაც ლიტერატურულად მომდინარეობს [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრად უდაბნო]] ჩაკოსთვის ბრძოლიდან. ეს ომი ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტი იყო მათ შორის, რაც კი [[XX საუკუნე]]ში [[სამხრეთ ამერიკა]]ში მომხდარა. ომი სამხრეთ ამერიკის ორ უღარიბეს ქვეყანას შორის მიმდინარეობდა, რომლებსაც წარსულში, [[XIX საუკუნე]]ში მეზობლებთან ომის დროს უკვე ჰქონდათ ტერიტორიები დაკარგული. ომის დროს, ორივე ქვეყანა არმიის შენახვისა და მომარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო მათი ზღვაზე გასასვლელის არქონით, რის შედეგადაც მათი საგარეო ვაჭრობა და შეიარაღების შესყიდვა მეზობლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. საგარეო ვაჭრობის პრობლემების წინაშე განსაკუთრებით ბოლივია აღმოჩნდა, რადგან მას მწირი საერთაშორისო კავშირები გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ [[ბოლივია]]ს სამთო-მომპოვებითი სფეროდან მეტი შემოსავლები და უკეთ აღწურვილი არმია ჰყავდა ვიდრე [[პარაგვაი]]ს, ფაქტორების მთელი სერიის წყალობით, უპირატესობა სწორედ პარაგვაის მხარეს გადაიხარა, რომელიც ომის დამთავრებისას სადავო ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და საბოლოოდ, სამშვიდობო ხელშეკრულებების მიხედვით, მას სადავო ტერიტორიის ერთი მესამედი ერგო.
 
==იხილეთ აგრეთვე==
ხაზი 26:
*[[პერუ-დიდი კოლუმბიის ომი]]
*[[პერუ-ეკვადორის ომი]]
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩაკოს_ომი“-დან