როცა ჰარი შეხვდა სალის...: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
ჰარი და სალის მომდევნო შეხვედრა ხუთი წლის შემდეგ მოხდა. სალი აეროპორტში საქმრომ მიაცილა. აღმოჩნდა, რომ ამ დროს იქ ჰარიც იმყოფებოდა და როდესაც თვითმფრინავში მჯდომმა ჰარიმ, აღმოაჩინა, რომ მის წინა სავარძელზე, სალი იჯდა. ამის შემდეგ, მან სალის გვერდით მჯდომ კაცთან, ადგილი გაცვალა. ჰარიმ თქვა, რომ მას უკვე ჰყავს საცოლე და როგორც მეგობარი, სალი კაფეში დაპატიჟა. რადგანაც სალიმ მას უარი განუცხადა, აეროპორტიდან ისინი კვლავ საკუთარ გზებს დაადგნენ.
 
კიდევ ხუთი წლის შემდეგ, როდესაც სალი უკვე 31 წლის იყო, იგი კვლავ შეხვდა ჰარის. მათი შეხვედრა ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში მოხდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად წასულიყვნენ კაფეში და ყავა დაელიათ. კაფეში ერთმანეთს უამბეს, თუ რით იყვნენ დაკავებულნი მას შემდეგ, რაც ერთად ჩამოვიდნენ ნიუ-იორკში. აღმოჩნდა, რომ სალი საკუთარ საქმროს დაშორებოდა, ვინაიდან იგი არ აპირებდა მის ცოლად მოყვანას. ჰარიც გაშორებულიყო საცოლეს და ამის გამო დეპრესიაში იყო. კაფიდან გამოსვლის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ. ამის შემდეგ, ისინი მუდამ ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროს. ყოველ ღამით საუბრობდნენ ტელეფონზე, ერთად აკეთებდნენ რემონტს, დადიოდნენ საყიდლებზე და ა.შ.
 
დამეგობრების შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ უერთმანეთოდ ცხოვრება. ისინი ვერავისთან ვერ იყვნენ ისეთი გახსნილები, როგორც ერთმანეთთან. იცოდნენ ერთმანეთის ჩვები რომლებიც ძალიან უყვარდათ.
 
== მონაწილეობენ ==