ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის შეცვლა: be:Іван Мікалаевіч Крамской; cosmetic changes
(r2.6.4) (ბოტის შეცვლა: az:İvan Kramskoy)
(r2.7.3) (ბოტის შეცვლა: be:Іван Мікалаевіч Крамской; cosmetic changes)
[[ფაილი:Ivan kramskoy self portrait edited.jpg|thumb|right|ავტოპოტრეტი]]
'''ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი''' (''[[რუსული ენა|რუს.]]'' ''Иван Николаевич Крамской'') (დ. [[27 მაისი]], [[8 ივნისი]], [[1837]], [[ოსტროგოჟსკი]], ახლანდელი [[ვორონეჟის ოლქი]] — გ. [[24 მარტი]], [[5 აპრილი]], [[1887]], [[პეტერბურგი]]), [[რუსები|რუსი]] ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.
 
სწავლობდა [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] სამხატვრო აკადემიაში ([[1857]]-[[1863]]). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპრბისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის "პერედვიჟნიკების" ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები ([[ტოლსტოი, ლევ|ლ. ტოლსტოი]], [[1873]]; [[შიშკინი, ივანე|ი.შიშკინი]], 1873; [[ტრეტიაკოვი, პავლე|პ. ტრეტიაკოვი]], [[1876]]; [[სალტიკოვ-შჩედრინი, მიხეილ|მ. სალტიკოვ-შჩედრინი]], [[1879]] - ყველა [[ტრეტიაკოვის გალერეა]]), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", [[1882]], [[რუსული მუზეუმი]], [[სანქტ-პეტერბურგი]] და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია:"ქრისტე უდაბნოში", [[1872]]. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», [[1877]]-[[1878]]; "უცნობი ქალი", [[1883]]; "უნუგეშო მწუხარება", [[1884]] - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 6, გვ. 14, თბ., 1983
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}
 
 
[[az:İvan Kramskoy]]
[[be:Іван Мікалаевіч Крамской]]
[[bg:Иван Крамской]]
[[de:Iwan Nikolajewitsch Kramskoi]]
77,381

რედაქტირება