იოსებ ხოძკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა (2), ჰჰქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 7:
იოსებ ხოძკო დაიბადა [[1800]] წელს [[ვილნოს გუბერნია]]ში. [[1840]] წელს თბილისში ჩამოსვლამდე და დამკვიდრებამდე [[ვილნოს უნივერსიტეტი]]ს აღზრდილს, ი.ხოძკოს, როგორც გეოდეზისტს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა შეძენილი. სრულიად ახალგაზრდა, 16 წლის იოსებ ხოძკო ცნობილი ასტრონომისა და გეოდეზისტის, პოლკოვნიკ [[კარლ ტენერი]]ს ([[1783]]-[[1860]]) მიერ ვილნოს გუბერნიის ტრიანგულაციისათვის ორგანიზებულ პირველ გეოდეზიურ აზომვებში მონაწილეობდა. [[1830]]-იანი წლების დასაწყისამდე ი. ხოძკო კ. ტერნერის თანაშემწე იყო ვილნოს, მინსკისა და კურლანდიის გუბერნიების გეოდეზიური და ასტრონომიული განსაზღვრებების მერიდიანის რკალის გრადუსული გაზომვების ჩატარებაში.
 
მისი მრავალი ექსპედიციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დერპტის ობსერვატორიის იმდროინდელი დირექტორის, აკადემიკოს [[ფრიდრიხ გეორგ ვილჰელმ სტრუვეს]] ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციები. მისი ხელმძღვანელობით [[1816]]-[[1855]] წლებში ჩატარებული ტრიანგულიაციური აზომვის შედეგები საფუძველად დაედო ე.წ. [[სტრუვეს გეოდეზიური რკალი|სტრუვეს გეოდეზიურ რკალს]]. ეს დედამიწის მერიდიანის, საკმაოდ დიდი, ათი ქვეყნის (ნორვეგიიდან შავ ზღვამდე) მომცველი ფრაგმენტის, 2820 კილომეტრის ზუსტი ტოპოგრაფიული მონაცემებია, რომელიც საფუძვლად დაედო დედამიწის ზუსტი ზომებისა და ფორმის დადგენას, რასაც დიდი მნიშვნელობა ქონდაჰქონდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებისა და ტოპოგრაფიული რუკების შედგენისათვის.
 
ი. ხოძკო თბილისში პირველად გენერალ-ადიუნტანტ [[ევგენი გოლოვინი]]ს (1832-1842) დროს ჩამოვიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ხოძკო“-დან