წმინდა მონიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: id:Monika
ქონდა → ჰქონდა
ხაზი 14:
'''წმინდა მონიკა''' ([[331]], ჩრდილოეთ [[აფრიკა]] - [[387]]. [[ოსტია]], [[იტალია]]). [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის{{fact}} და [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური ეკლესიის]] წმინდანი, ხსენების დღე - 4 მაისი. [[ნეტარი ავგუსტინე]]ს (354 – 430 ახ.წ.) დედა.
 
წმინდა მონიკა დაიბადა რომაულ აფრიკაში, სავარაუდოდ ბერბერული წარმომავლობის ქრისტიანულ ოჯახში. ახალგაზრდობაში მონიკას მიდრეკილება ჰქონდა [[ალკოჰოლი]]სადმი, მაგრამ ეს მავნე ჩვეულება დაძლია და გათხოვდა წარმართ პატრიციუსზე, რომელიც ქ. ტაგასტში (ახლანდელი სუკ აჰრას, [[ალჟირი]]) სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა. პატრიციუსი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ცუდი ხასიათი ქონდაჰქონდა და ღალატობდა მეუღლეს. მიუხედავად ამისა, წმ. მონიკა მას დათმენით, პატივისცემით და სრული ერთგულებით პასუხობდა და შესძლო კიდეც მეუღლის ქრისტიანად მოქცევა.
 
წმინდა მონიკამ პატრიციუსს 3 შვილი შესძინა. მათ შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა ავგუსტინე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია [[მეცნიერება]]ში, მაგრამ თავაშვებულად ცხოვრობდა და [[მანიქეიზმი]]ს მიმდევარი გახლდათ. დედის [[ლოცვა|ლოცვითა]] და ცრემლებით ავგუსტინე განეშორა [[ერესი|მწვალებლობას]] და 33 წლის ასაკში ქრისტიანად მოინათლა [[ამბროსი მედიოლანელი|წმ. ამბროსის]] მიერ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_მონიკა“-დან