ალბრეხტ I (გერმანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის შეცვლა: fr:Albert Ier du Saint-Empire
ხაზი 27:
 
== ბიოგრაფია ==
[[1282]] წელს [[ბრძოლა მარხის ველზე|მარხის ველზე]] გამართულ ბრძოლაში ალბრეხტმა დაამარცხა [[ბოჰემია|ბოჰემიის]] მეფე [[ოტოკარ II (ბოჰემია)|ოტოკარ პრემისლ II]] და მამამ იმპერატორმა [[რუდოლფ I (სრი)|რუდოლფ I]]-მა იგი ძმასთან [[რუდოლფ II (ავსტრია)|რუდოლფ II]]-ითან ერთად ავსტრიისა და შტაიერმარკის ჰერცოგად დასვა. ალბრეხტი საშინაო პოლიტიკაში შვაბ არისტოკრატიას და განსაკუთრებით კი გრაფ ფონ ვალზეეს ეყრდნობოდა, რის გამოც [[1291]] წელს აჯანყდა შტაიერის, ხოლო [[1295]] წელს ავსტრიის არისტოკრატია. [[ვენა|ვენის]] მოსახლეობაც ოტოკარ პრემისლის უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე ალბრეხტის. თუმათუმცა ამ უკანასკნელმა [[1296]] წელს ვენას ქალაქის უფლებები მიანიჭა (ეს უფლებები პირველად იქნა [[გერმ.|გერმანულ ენაზე]] შედგენილი).
 
[[1298]] წელს [[კურფიურსტი|კურფიურსტებმა]] [[1292]] წელს ალბრეხტის ნაცვლად მეფედ არჩეული [[ადოლფი (სრი)|ადოლფ ფონ ნასაუ]] ტახტიდან გადააყენეს და მის ნაცვლად ალბრეხტი დასვეს. [[1298]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] [[ბრძოლა გიოლჰაიმთან|გიოლჰაიმის რაინდთა ბრძოლაში]] ალბრეხტმა გაიმარჯვა და ადოლფ ფონ ნასაუ ბრძოლაში მოკლეს. იმავე წელს ალბრეხტმა ზავი დადო [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე [[ფილიპ IV (საფრანგეთი)|ფილიპ IV ლამაზთან]], რომელთანაც მანამდე სასაზღვრო კონფლიქტი ჰქონდა და დაუმოყვრდა კიდეც ამ უკანასკნელს.