დარიალის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[სურათი:Darielpass 1906.jpg|მინი|330პქ|დარიალის ხეობა, 1906]]
[[სურათი:TerekRiver NorthGeorgia.jpg|მინი|330პქ|მდინარე თერგი]]
'''დარიალის ხეობა''' — მდინარე [[თერგი]]ს ხეობის [[ანტეცედენტური ხეობა|ანტეცედენტური]] მონაკვეთი [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტში]]. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი [[კავკასიონი]]ს ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდ.მდინარე ჩხერის[[ჩხერი (მდინარე)|ჩხერი]]ს შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნოადაგს[[ნიადაგი|ნიადაგს]] და ერთიან [[ფლორა|მცენარეულ საფარს]]. დარიალის ხეობაზე გადის [[საქართველოს სამხედრო გზა]].
 
სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: [[პლინიუსი, გაიუს სეკუნდუს|პლინიუსი]] მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), [[პტოლემე]] - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიალის_ხეობა“-დან