ინკების იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: pap:Sivilisashon Inka
No edit summary
ხაზი 124:
|სქოლიო =
}}
'''ინკების იმპერია''' ([[კეჩუა|კეჩ]]. ''Tawantinsuyu''; ''[[ტაუანტინსუიუ]]'') — [[კოლუმბამდელი ამერიკის კულტურა|კოლუმბამდელი ამერიკის]] უმსხვილესი [[იმპერია]]. იმპერიის ადმნინისტრაციული, პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი მდებარეობდა [[კუსკო]]ში (დღევანდელი [[პერუ]]). [[ინკების ცივილიზაცია]] აღმოცენდა [[პერუ]]ს მაღალმთიან რეგიონში XIII ს. დასაწყისში. იმპერიამ, დაპყრობითი [[ომი|ომებისა]] თუ მშვიდობიანი [[ასიმილაცია|ასიმილაციის]] შედეგად შეძლო გაეეერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] (დღევანდელი [[ეკვადორი]], [[პერუ]], [[ბოლივია]], ჩრდილოეთ-დასავლეთი [[არგენტინა]], ჩრდილოეთ [[ჩილე]] და სამხრეთ [[კოლუმბია]]).
 
იმპერიის ოფიციალური ენა იყო [[კეჩუა]], მაგრამ გავრცელებული იყო აგრეთვე ასობით ადგილობრივი [[ენა]] და [[დიალექტი]]. [[ინკები]] თავიანთ იმპერიას უწოდებდნენ ''ტაუანტინსუიუ''ს, რაც აღნიშნავს ''სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს''. იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა, ესენია: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო.