რაჭის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
|ქალაქები =
}}
'''რაჭის ქედი''' — გასწვრივი [[გვერდითი ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ [[ზეკარა (მწვერვალი)|ზეკარა]]სთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირზე.  სიგრძე — 85 კმ. სიმაღლე — 2862 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული [[კირქვა|კირქვებით]]. რაჭის ქედზეა მწვერვალები: [[მაჩხარახონიმაჩხარახოხი]],[[ სირხლებერთა]] (ლებეურის მთა), [[დაღვერულა]], [[ხიხათა (მთა)|ხიხათა]], [[ველტყევი]], [[საწალიკე]], [[ნაქერალა (მთა)|ნაქერალა]], [[თავშავა]] და სხვა; უღელტეხილები:[[ლეთა]], [[ერწო (უღელტეხილი)|ერწო]], ხიხათა, [[ნაქერალა (უღელტეხილი)|ნაქერალა]] და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ტაფობი.
 
[[შაორის წყალსაცავი|შაორის]] ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, თხემზე აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭის_ქედი“-დან