ბერი ეგნატაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 21:
}}
 
'''ბერი ეგნატიშვილი '''(გ. დაახლოებით [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] 60-იანი წლების დასაწყისში) [[ქართველები|ქართველი]] [[ისტორიკოსი]], ჩამომავლობით [[აზნაური]]. იყო [[ვახტანგ VI]]-ის მიერ „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე ([[სწავლულ კაცთა კომისია]]), შესაძლოა ხელმძღვანელიც. „[[ახალი ქართლის ცხოვრება|ახალი ქართლის ცხოვრების]]“ ხელნაწერის აშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი (1779) მოწმობს, რომ ეგნატაშვილი ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო.
 
ამავე დროს ძეგლის ჯანაშვილისეული ხელნაწერის ერთი მინაწერი გვაუწყებს "ამას„ამას ქვემოთ ამ წიგნში ყველა სწორედ არ უწერიათ. ღმერთმან მიუტეოს ეგნატაშვილს ბერს იმდენი შურით და მტრობით სიცრუე"სიცრუე“. ივანე ჯავახიშვილი "ახალ„ახალ ქართლის ცხოვრებას"ცხოვრებას“ კოლექტიურ ნაშრომად მიიჩნევდა, ხოლო ეგნატაშვილის შესახებ წერდა: "ის„ის ან კომისიის მეთაური და ხელმძღვანელი იქნებოდა, ან მისი მდივანი და საერთო ნამუშევარისა და კვლევა ძიების აღმწერელი"აღმწერელი“.
 
გარდა ამისა, ეგნატაშვილის ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს. ვარაუდობენ, რომ ეგნატაშვილი მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული [[ერეკლე II]]-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რომლებიც შემდეგში [[პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765|1765 წლის შეთქმულებაში]] მონაწილეობდნენ.