წვიმის ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 7 მაისი, 2012}}
[[ფაილი:Sandspit River Wielangta Forest.jpg|მინი|300პქ|ზომიერი წვიმის ტყეები ტასმანიაში]]
[[ფაილი:River in the Amazon rainforest.jpg|მინი|300პქ|წვიმის ტყეები ბრაზილიაში]]
Line 8 ⟶ 7:
წვიმის ტყეები უმეტესად ვრცელდება [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ]] და [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ ამერიკაში]], [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთ]] და [[ცენტრალური აფრიკა|ცენტრალურ აფრიკაში]], [[ინდონეზია]]ში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ტროპიკულ ნაწილში. აღნიშნულ რეგიონებში დამახასიათებელია შეფარდებითი სინოტივის მაღალი მაჩვენებელი და სეზონური რყევების არარსებობა. ჰაერის [[ტემპერატურა]] მაღალია და ჩვეულებრივ დღის განმავლობაში უდრის 30°C-ს, ღამით — 20°C. ეკვატორული ტყის საზღვრის სიმაღლის მატებასთან ერთად [[მცენარეულობა]] იცვლება [[მთის ტყეები]]თ. ტროპიკული ფოთლოვანი ტყე გავრცელებულია ძირითადად [[ბრაზილია|ბრაზილიის]] აღმოსავლეთ ნაწილში, [[აფრიკა|აფრიკის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ [[ავსტრალია]]ში და [[აზია|აზიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
 
„წვიმის ტყეების“ ნაირსახეობას წარმოადგენს აგრეთვე [[მუსონური ტყეები]], რომლისთვისაც ნიშანდობლივია ხანგრძლივი მშრალი სეზონი, თავსხმა წვიმების მონაცვლეობით. იგი შედგება ფოთლოვანი მცენარეულობისგან. ლამიან ტროპიკულ სანაპიროებზე მდინარეთა [[შესართავი|შესართავებსა]] და [[დელტა|დელტებზე]] გაბატონებულია [[მანგროს ტყეები]]. ზომიერი ტროპიკული ტყეები შედგება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი მცენარეულობისაგან. ღებულობს დიდი რაოდენობით [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერულ ნალექებს]].
 
„წვიმის ტყეების“ [[რელიეფი]]სთვის დამახასიათებელია ბრტყელი დაბლობებისა და შედარებით უმნიშვნელო შემაღლებების მორიგეობა. ჰუმიდურ ტროპიკულ ტყეებში გვხვდება [[ვულკანი|ვულკანები]], რომლებიც ქმნიან ნაყოფიერ [[ნიადაგი|ნიადაგს]]. „წვიმის ტყეების“ ნიადაგი თითქმის ყოველთვის ნოტიო და სველია. ჭარბობს წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. [[გრუნტი]]სა და [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] [[გამოფიტვა|ქიმიური გამოფიტვა]] ინტენსიურად მიმდინარეობს. ნიადაგები მდიდარია ალუმინით, რკინის ჟანგებით, ჰიდროქსიდებით, კაოლინიტითა და სხვ. მინერალებით. [[ნიადაგი]] არც თუ ისე ნოყიერია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წვიმის_ტყეები“-დან