სელი: განსხვავება გადახედვებს შორის

1 ბაიტი წაიშალა ,  10 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.1) (ბოტის დამატება: ku:Zegerek)
No edit summary
| commons =
}}
'''სელი''' (Linum) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ-]] ან [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი მცენარე]] [[სელისებრნი|სელისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ [[კულტურული სელი]] (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა 5 ჯგუფად: სართავი, შუალურა ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და [[ზეთოვანი სელი]].
 
''სართავი სელი'' ერთწლოვანია, აქვს ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 70-125 სმ აღწევს, ლანცეტისებრი ფოთოლი, ყვავილედი მტევანი. ნაყოფი კოლოფია, თესლი — ბრტყელი, კვერცხისებრი, ყავისფერი (ზოგჯერ ყვითელი). ბოჭკოსაგან (ღეროში 20-25%-ია) ამზადებენ ნართს, ქსოვილს. ჩენჩოს იყენებენ საწვავად. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი). ამჟამად აღარ მოჰყავთ.