აზერბაიჯანის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 138:
 
==საბჭოთა აზერბაიჯანი==
ნაციონალური მთავრობის [[ბოლშევიკი|ბოლშევიკურ]] ძალებთან მშვიდობიანი ჩაბარების შემდეგ, აზერბაიჯანი [[1920]] წლის 28 აპრილს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ცოტა ხანში კი ბაქოში [[1920]] წლის სექტემბერს [[აღმოსავლეთის ხალხების კონგრესი]] ჩატარდა. ფორმალურად სახელმწიფო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ რეალურად იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იმართებოდა მოსკოვიდან. ის სომხეთთან და საქართველოსთან ერთად [[1922]] წლის მარტში [[ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში]] (ასფსრ) გაერთიანდა. [[1922]] წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ასფსრ საბჭოთა კავშირის ოთხი ძირითადი რესპუბლიკიდან ერთ-ერთი გახდა. [[1936]] წელს ასფსრ დაიშალა და იგი საბჭოთა კავშირის შიგნით სამი ცალკე რესპუბლიკად გადაიქცა.
 
როგორც კავშირის სხვა რესპუბლიკები, 1930ან[[1930]]-ან წლებში აზერბაიჯანსაც შეეხო სტალინის ჩატარებული "[[დიდი წმენდა|წმენდა]]". ამ პერიოდში, ზოგჯერ მოხსენიული როგორც "წითელი ტერორი", დახოცეს ათასობით ადამიანი, ისეთი გამოჩენილი აზერბაიჯანელი ფიგურების ჩათვლით როგორებიც იყვნენ [[ჰუსეინ ჯავიდი]], [[მიკაილ მუშვიგი]], [[რუჰულა ახუდოვი]], [[აინა სულთანოვა]] და სხვები. აზერბაიჯანში წმენდას [[მირ ჯაფარ ბაგიროვი]] უძღვებოდა, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რომელიც სტალინის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. მისი მთავარი სამიზნე იყო ინტელიგენცია, მაგრამ მან ასევე გაანადგურა კომუნისტური ლიდერები, რომლებსაც სიმპათია გააჩნდათ ოპოზიციის მიმართ ან რომლებიც ერთ დროს [[პან-თურკიზმისკენთურქიზმი|პან-თურქიზმისკენ]] იხრებოდნენ ან ჰქონდათ კავშირი ირანში ან თურქეთში რევოლუციურ მოძრაობებთან.
 
1940ანი[[1940]]-ანი წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის სსრ საბჭოთა კავშირის გაზისა და ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი, განსაკუთრებით ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონი იყო. გერმანელების შეჭრამ საბჭოთა კავშირში [[1941]] წლის ივნისში, [[1942]] წლის ივლისში [[დიდი კავკასიონი|დიდ კავკასიონს]] მიაღწია, მაგრამ გერმანელებს არასდროს გადაუკვეთავთ აზერბაიჯანის საზღვარი. მრავალი აზერბაიჯანი განსხვავებული ჩინით იბრძოდა საბჭოთა არმიაში (დაახლოებით 600-800,000), აზერი [[გენერალ-მაიორი]] [[აზი ასლანოვი]] ორჯერ დააჯილდოვეს [[საბჭოთა კავშირის გმირი|საბჭოთა კავშირის გმირის]] მედლით. დაახლოებით 400,000 აზერბაიჯანელი დაიღუპა [[II მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომში]]. ასევე, გერმანელებს ჰქონდათ უშედეგო მცდელობები, რომ ეთანამშრომლათ ემიგრირებულ პოლიტიკურ ფიგურებთან, ყველაზე ცნობილია [[ამინ რასულზადე]].
 
დე-სტალინიზაციის პოლისებმა და გაუმჯობესებებმა 1950ანი[[1950]]-ანი წლების შემდეგ, აზერბაიჯანის უმეტეს ნაწილში უკეთესი განათლება და საცხოვრებელი პირობები მოიტანა. ეს პროცესი დაემთხვა სწრაფი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პერიოდს. ამ ცვლილებების პერიოდში ამოქმედდა [[რუსიფიკაცია|სბლიჟენიეს]] (დაახლოება) ინსტიტუტები, რომელთა მიზანი სსრკ-ს ხალხების მონოლითურ საბჭოთა ნაციად ქცევა იყო.
 
[[1960]]-ან წლებში საბჭოთა სისტემის სტრუქტურული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა. აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრიამ დაკარგა თავისი მნიშველობა საბჭოთა ეკონომიკაში, ნაწილობრივ ეს განპირობებული იყო იმით, რომ ნავთობის წარმოებამ საბჭოეთის სხვა რეგიონებში გადაინაცვლა და ნაწილობრივ იმით, რომ გამოიფიტა ყველა ცნობილი ნავთობით მდიდარი ტერიტორია. შედეგად, აზერბაიჯანს ყველაზე დაბალი ზრდა ჰქონდა პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ სარგებელში სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თუ ტაჯიკეთს არ ჩავთვლით. ეთნიკური შეხლაშემოხლა, ძირითადად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, იზრდებოდა, მაგრამ ძალადობა ჩაახშეს.
 
სტრუქტურული კრიზისის დასრულებისათვის მთავრობამ მოსკოვიდან, [[1969]] წელს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად ჰეიდარ ალიევი დანიშნა. ალიევმა დროებით გააუმჯობესა ეკონომიკური მდგომარეობა და ალტერნატიული ინდუსტრიები წამოსწია წინ, როგორიცაა ბამბა. მან ასევე გადაახალისა რესპუბლიკის მმართველი ელიტა, რომელიც ახლა ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე უღალატა "დაახლოების" მიმართულებას. [[1982]] წელს ალიევი მოსკოვის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრად დაინიშნა - უმაღლესი პოზიცია, რომელიც როდესმე მიუწღევია აზერბაიჯანელს საბჭოთა კავშირში. [[1987]] წელს, როდესაც დაიწყო პერესტროიკა, იგი გადაყენებულ იქნა საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის მიერ, რომლის პოლიტიკასაც ალიევი ეწინააღმდეგებოდა.