ხალედა ზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: en:Khaleda Zia
ხაზი 55:
 
==ბიოგრაფია==
ხალედა ზია დაიბადა [[1945]] წელს ბიზნესმენის ოჯახში. [[1960]] წელს დაამთავრა სკოლა და ცოლად გაჰყვა პაკისტანის არმიის კაპიტანს [[ზიაურ რაჰმანი|ზიაურ რაჰმანს]]. [[1971]] წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა [[ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის|სამოქალაქო ომის]] შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ეწოდა ბანგლადეში. რახმანი აღნიშნული მოვლეის ერთ-ერთი გმირი გახდა. [[1975]] წელს მოახდინა სამხედრ გადატრიალება და გახდა ქვეყნის ფაქტიური ლიდერი. [[1977]] წელს კი პრეზიდენტადაც აირჩიეს. ხალედა ზია ქვეყნის პირველი ლედი გახდა, თუმცა პოლიტიკაში არ ერეოდა. ხელისუფლების განმტკიცების მიზნით რაჰმანმა დააარსა ნაციონალური პარტია. [[1981]] წელს იგი ოფიცერთა დაჯგუფების მიერ მოკლულ იქნა.
 
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხალედა ზია გახდა პოლიტიკურად აქტიური. [[1984]] წელს სათავეში ჩაუდგა ნაციონალურ პარტიას. [[შეიხ ჰასინა]]ს პარტია [[ავამი ლიგა]]სთან ერთად ჩადგა [[ბანგლადეშის პრეზიდენტი|პრეზიდენტ]] [[ჰუსეინ მოჰამად ერშადი]]ს ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი მიიჩნევდა რაჰმანის მკვლელობის ორგანიზატორად. [[1991]] წელს ერშადის ხელისუფლებიდან წასვლისა და დემოკრატიული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიმარჯვა არჩევნებში და გახდა [[ბანგლადეში]]ს ისტორიაში პირველი ქალი-პრემიერ-მინისტრი. ამავე წელს [[ბანგლადეშის კონსტიტუცია|კონსტიტუციაში]] შეტანილი ცვლილების სემდეგ ქვეყანა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმას დაუბრუნა.
 
მისი მმართველობის პერიოდში გაუმჯობესდსა ურთიერთობა [[პაკისტანი|პაკისტანთან]], ხოლო გაუარესდა [[ინდოეთი|ინდოეთთან]] [[განგი]]ს წყლის გაყოფასთან დაკავშირებით.
 
[[1994]] წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ხალედა ზიას პოპულარობა ძალზედ დაეცა. [[1995]] წელს ქვეყანაში უწესრიგობაა. [[1996]] წლის მარტში [[შეიხ ჰასინა]]მ ბოიკოტი გამოუცხადა რიგით არჩევნებს, ხალედა ზია იძულებული იყო ჩამოეყალიბებინა გარდამავალი მთავრობა და დაენიშნა განმეორებითი არჩევნები, რომელშიც შეიხ ჰასინამ გამარჯვებას მიაღწია და პრემიერის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ხალედა ზია.
 
[[2001]] წელს ზიას პარტიამ კოალიციასთან ერთად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. [[2003]] წელს მისი ინიციატივით მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 330-ადგილიან პარლამენტში 30 ადგილი დაიჯავშნა ქალბატონებისათვის.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხალედა_ზია“-დან