ალექსანდრე ბოროდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

(r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:ألكسندر بورودين)
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს [[კლასიკური მუსიკა|კლასიკური მუსიკის]] საგანძურში.
 
ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს [[ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი|ნ. რიმსკი-კორსაკოვმა]] და [[ალექსანდრე გლაზუნოვი|ალექსანდრე გლაზუნოვმა]]; დაიდგა [[1890]], მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. "თავადი იგორი" აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის "რუსლანი და ლუდმილას" ტრადიციებზეტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია ([[1867]]) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია ([[1876]]). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I - [[1879]], II - [[1881]]). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია "შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის" ([[ალექსანდრე პუშკინი|პუშკინის]] სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები ("უღრანი ტყის სიმღერა" და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები ("ყოყლოჩინა" და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი ("თავადი იგორი", სიმფონიები, სიმფონიური სურათი "შუა აზიაში")
 
ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები ([[სერგეი პროკოფიევი|ს. პროკოფიევი]], [[იური შაპორინი|ი. შაპორინი]], [[გიორგი სვირიდოვი|გ. სვირიდოვი]], [[არამ ხაჩატურიანი|ა. ხაჩატურიანი]] და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.
 
== ლიტერატურა ==
ანონიმური მომხმარებელი