სამხრეთი პოლუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Karte antarktis2 geo.png|მინი|300პქ|ანტარქტიდის რუკა, სამხრეთ პოლუსთან ერთად]]
[[ფაილი:Ceremonial South Pole.jpg|მინი|300პქ|სხვადასხვა სახელმწიფოების დროშები სამხრეთ პოლუსზე]]
'''სამხრეთი პოლუსი'''/'''სამხრეთი გეოგრაფიული პოლუსი''' — წერტილი, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს მის ზედაპირს სამხრეთ ნახევარსფეროში. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი სხვა წერტილი სამხრეთი პოლუსის მიმართ ყოველთვის [[ჩრდილოეთი]]თ მდებარეობს. განლაგებულია პოლარული პლატოს ფარგლებში, 2800 მ სიმაღლემდე. ყინულების სისქე სამხრეთი პოლუსის რაიონში 2840 მეტრია. პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს [[სამხრეთი მაგნიტური ველი]].
 
[[1819|1819 წლის]] [[31 მარტი|31 მარტს]] კრუზენშტერმა საზღვაო მინისტრს დე ტრავერს გაუგზავნა წერილი პოლარული წყლების გამოკვლევის შესახებ,<ref name="traverse">ЦГАВМФ, Личный фонд И. И. Траверсе, дело 114, листы 6—21</ref> სადაც კრუზენშტერნი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ორი ექსპედიციის მომზადება, ერთი — ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთის მიმართულებით. თითოეულ ექსპედიციაში დაგეგმილი იყო ორ-ორ გემის ჩართვა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხრეთი პოლუსისკენ მგზავრობას, რომელიც განხორციელდა [[1819]]-[[1821]] წლებში ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მიერ, რის ხარჯზეც გამოვლინდა კონტინენტი [[ანტარქტიდა]], თუმცა სამხრეთი კონტინენტის საზღვრებისა და გეოლოგიის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი იყო [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლომდე.