სამხრეთი პოლუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 30 აპრილი, 2012}}
[[ფაილი:Karte antarktis2 geo.png|მინი|300პქ|]]
[[ფაილი:Ceremonial South Pole.jpg|მინი|300პქ|]]
'''სამხრეთი პოლუსი''' — წერტილი, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს მის ზედაპირს სამხრეთ ნახევარსფეროში. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი სხვა წერტილი სამხრეთი პოლუსის მიმართ ყოველთვის ჩრდილოეთით მდებარეობს. განლაგებულია პოლარული პლატოს ფარგლებში, 2800 მ სიმაღლემდე. ყინულების სისქე სამხრეთი პოლუსის რაიონში 2840 მეტრია. პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს სამხრეთი მაგნიტური ველი.
 
1819 წლის 31 მარტს კრუზენშტერმა საზღვაო მინისტრს დე ტრავერს გაუგზავნა წერილი პოლარული წყლების გამოკვლევის შესახებ, სადაც კრუზენშტერნი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ორი ექსპედიციის მომზადება, ერთი — ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთის მიმართულებით. თითოეულ ექსპედიციაში დაგეგმილი იყო ორ-ორ გემის ჩართვა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხრეთი პოლუსისკენ მგზავრობას, რომელიც განხორციელდა 1819-1821 წლებში ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მიერ, რის ხარჯზეც გამოვლინდა კონტინენტი ანტარქტიდა, თუმცა სამხრეთი კონტინენტის საზღვრებისა და გეოლოგიის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი იყო XIX საუკუნის ბოლომდე.
 
1839-1843 წლებში ჯეიმზ კლარკ როსი აწარმოებდა ანტარქტიდის კვლევას. შედეგად აღმოაჩინა ზღვა და შელფური მყინვარი. 1841 წელს როსმა აღმოაჩინა ვულკანი ერებუსი და მთა ტერორი. მნიშვნელოვანი ექსპეიდციები ჩატარდა აგრეთვე 1901-1904 წლებში, რომესალც ეწოდა ბრიტანული ანტარქტიდის ექსპედიცია.
 
პირველად სამხრეთ პოლუსს მიაღწია ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა 1911 წლის 14 დეკებერს.
 
სამხრეთ პოლუსი ზამთრის პერიოდში საერთოდ არ იღებს მზის ხსხივებს. მაისიდან ივლისამდე (მხედველობაში თუ არ მივიღებთ მთვარის შუქსა და პოლარულ ნათებას) პოლუსზე გაბატონებულია მუდმივი წყვდიადი. ზაფხულში მზე ყოველთვის ჰორიზონტის თავზეა, რომელიც მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. თუმცა მზე არასოდეს მაღლდება; მაქსიმალურ სიმაღელს ჰორიზონტის თავზე აღწევს 23,5° დეკემბრის თვეში.
 
{{Link GA|ja}}