ინდუსტრიული რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:NikaJiadze|NikaJiadze]]}}
{{სტილი}}
[[Image:Maquina vapor Watt ETSIIM.jpg|thumb|300px| ჯეიმზ უათის [[ორთქლის მანქანა]].]]
ინდუსტრიული რევოლუცია იყო პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, სადაც ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში, და ტექნოლოგიებში ღმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოებებზე.
 
ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და შესაბამისად, ახალი ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნინელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელი „ნეოლითრი რევოლუციის“ სახელითა ცნობილი.
 
Line 12 ⟶ 15:
 
სამრეწველო ბურჟუაზიის რიგების შევსებას სათავადაზნაური წოდების წარმომადგენლებით განაპირობებდა აგრეთვე ტრადიციული სამემკვიდრეო პრიმოგენიტურის პრინციი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა წოდებრივ მობილურობას, აიძულებდა რა მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ პირებს საზოგადოებრივი იერარქიის მაღალი საფეხურიდან უფრო დაბალზე ჩამოქვეითებას.
 
==ინდუსტრიალიზაციის დასაწყისი==
ინგლისში ინდუსტრიალიზაცია [[ბამბა|ბამბის]] საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირველად [[ინდოეთი]]დან შემოსული მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხვოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. მონური შრომის შედეგად მიღებული იაფი ნედლეული [[ამერიკული კოლონიები]]ს ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა. ამ მოზღვავებული ნედლეულის გადამუშავება, თავის მხრივ, საწარმოო პროცესის მექანიზაციას მოითხოვდა. [[1765]] წელს ინგლისელმა ფეიქარმა [[ჯეუმზ ჰარგრივსი|ჯეიმზ ჰარგრივსმა]] ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა, შემდგომში მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ,,[[სართავი ჯენი]]''(ჰარგრივსმა თავისი გამოგონებას თავისი ქალიშვილის საპატივცემულოდ ,,ჯენი'' დაარქვა). ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყვისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფაექრო ფაბრიკები. მანუფაქტურული(ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. ახალი საფაექრო ინდუსტრიის ცენტრი [[ლანკაშირი]] გახდა, [[ლივერპული]] კი მთავარი პორტი, რომელიც მის ტვირთებს ემსახურებოდა.
 
მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ დროისათვის მთავარ [[ენერგომატარებელი|ენერგომატარებელზე]] — ქვანახშირზე და შესაბამისად, ბიძგი მისცა [[სამთამადნო მრეწველობა|სამთამადნო მრეწველობის]] განვითარებას. ინდუსტრიული პროდუქციის(საფაექრო, სამთამადნო)ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა მისი ტრანსპორტირების საკითხი. შემთხვევითა არაა, რომ პირველი ორთქმავალი ლოკომოტივი ინგლისში შეიქმნა და მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ სწორედ [[მანჩესტერი]] და [[ლივერპული ]]დააკავშირე ერთმანეთთან(1825). მანქანათმშენებლოისა და რგკინიგზის მშენებლობის პარალელურად ვითარდებოდა [[მეტალურგიული მრეწველობა]].
 
ინდუსტრიულმა რევოლუციამ ინგლისი სხვებისათვის მისაბაძ „მსოფლიო საამქროდ“ აქცია. XIX საუკუნის II ნახევრიდან ინდუსტრიალიზაციის პროცესი კონტინენტურ ევროპაშიც იწყება და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება. განსაკუთრებით [[გერმანია]] დაწინაურდა, სადაც ინდუსტრიალიზაციის გზა [[პრუსია]]მ გაუკვალა. ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის დროისათვის([[1871]])გერმანია უკვე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყოს, XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში კი მსოფლიო ბაზარზე ინგლისის მთავარი კონკურენტი გახდა.
 
==ლიტერატურა==