ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
*'''კონფიდენციალურობა''': ისეთ სტატიაზე მომუშავე პიროვნებას, რომელიც საკამათოა მის ოჯახში ან სოციალურ და პროფესიულ წრეში, ხოლო მისი ანგარიშის ფლობელის ვინაობა ცნობილია ან ადვილი დასადგენია ამ წრისთვის, შეიძლება, სურდეს ალტერნატიული ანგარიშის შექმნა მისი რედაქტირებების (ან სხვა ვიკი-ქმედებების) გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით რეალურ სამყაროში.
*'''ანგარიშის ორეული''': ეს არის ანგარიში, რომელიც ძალიან ჰგავს მომხმარებლის ძირითადი ანგარიშის სახელს. მათ ქმნის აღნიშნული მომხმარებლი ამ მომხმარებლის სხვის მიერ განსახიერების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი ანგარიშები არ გამოიყენება რედაქტირებისათვის და გადამისამართებული უნდა იყოს მომხმარებლის ძირითად ანგარიშზე.
*'''სუფთა დასაწყისი ახალი სახლითსახელით''': მომხმარებელი, თუ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტს, უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ანგარიშით რედაქტირება და საკუთარი მომხმარებლის განხილვის გვერდზე მოითხოვოს ამ ანგარიშის ბლოკირება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი სახელი. თუ აღნიშნული ანგარიში არ იქნა დაბლოკილი 3 დღის ვადაში, მიმართოს რომელიმე აქტიურ ადმინისტრატორს თხოვნით. მომხმარებელს ამის გაკეთების უფლება არ აქვს, თუ ბლოკირებულია, ან მის მიმართ მოქმედებს სხვა სანქციები. ასეთი ანგარიშით ადმინისტრატორად ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დროს, აუცილებელია, მომხმარებელმა საზოგადოებას აცნობოს ძველი ანგარიშის სახელი თუ საკუთარ მომხმარებლის გვერდზე არ აქვს მითითებული.
*'''იუმორისტული ანგარიშები''': დასაშვებადაა მიჩნეული ალტერნატიული იუმორისტული ანგარიშები. ასეთი ანგარიშების მომხმარებლის გვერდზე უნდა იყოს ბმული ორიგინალ ანგარიშზე.