პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: az:Reformasiya
No edit summary
ხაზი 24:
===შვეიცარია===
გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა [[ულრიხ ცვინგლი]]ს თაოსნობით [[შვეიცარია]]შიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი [[საბეჭდი მანქანა|საბეჭდი მანქანების]] წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან [[ანაბაპტისტები]]ს სახელით.
 
===რეფორმაცია ინგლისში===
ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]](1509-1547) თავდაპირებლად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ [[1521]] წელს, მეფეს პაპმა [[ლეო X]]-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქირწინებაზე უარი უთხრა([[1525]]), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „[[ანგლიკანური ეკლესია]]“, რომელმაც საკუთრივ რეფორმირება უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, [[ედვარდ VI]]-ის([[1546]]-[[1553]]) დროს განიცადა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედვარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, [[1553]]-[[1557]]) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა [[ელიზაბეთ I]]-მა (1557-1603) კი [[1559]] წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.
 
===ჟან კალვინი===
[[ფაილი:Calvin 1562.jpg|მინი|ჟან კალვინი]]