ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი''' — უფლ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Nodar Kherkheulidze|Nodar Kherkheulidze]]|2=2012 წლის 27 აპრილი}}
'''ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი''' — უფლებამოსილი [[ადმინისტრაციული ორგანო]]ს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს<ref>[[#სზაკ|საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]]ს მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი</ref>.
 
== ცნების ელემენტები ==
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება იყოფა სამ ძირითად შემადგენელ ელემენტად: უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველი და ქცევის ზოგადი წესი.
 
=== უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ===
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, [[იურიდიული პირი#საჯარო სამართლის იურიდიული პირი|საჯარო სამართლის იურიდიული პირი]] (გარდა [[პოლიტიკური პარტია|პოლიტიკური]] და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს<ref>[[#სზაკ|საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]]ს მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი</ref>.
 
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის უფლებამოსილი ორგანო განისაზრღვრება [[კანონი (ნორმატიული აქტი)|კანონით]] — კანონი აღჭურავს ამა თუ იმ ორგანოს აქტის გამოცემის უფლებამოსილებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვის მიზანია, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობას. კანონმდებელი კანონის გამოცემის გზით თავად აწესრიგებს მნიშვნელოვან სფეროებს, ხოლო შედარებით წვრილმანი საკითხების მოწესრიგების პრეროგატივას უტოვებს მმართველობის ორგანოებს<ref name="ტურავაოთხმოცდასამი">{{Cite|ტურავა|წკეპლაძე|(2010)|გვ=83}}</ref>.
 
=== საკანონმდებლო საფუძველი ===
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ზოგადი საკანონმდებლო საფუძვლები მოცემულია [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციაში]], „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონსა და [[საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი|საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში]]. აქტის გამოცემის სპეციალურ მითითებას შეიცავს ცალკეული საკანონმდებლო აქტები, რომლითაც გამოცემის უფლებამოსილებით აღიჭურვება მმართველობის ორგანოები. აუცილებელია, რომ კანონმდებელმა განსაზღვროს მომავალში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოები და მიმართულებები ისე, რომ მმარველობის ორგანომ შეძლოს მოქმედება კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად<ref name="ტურავაოთხმოცდასამი" />
 
=== ქცევის ზოგადი წესი ===
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ემსახურება ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამიჯვნას. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადგენს ქცევის ზოგად წესს, მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ და აწესრიგებს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს<ref>{{Cite|ტურავა|წკეპლაძე|(2010)|გვ=84}}</ref>.
 
== ფორმა ==
 
== იხილეთ აგრეთვე ==