გიენოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

279 ბაიტი დაემატა ,  17 წლის წინ
+კატ., ბმულები
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიენოსი''' (ბერძნ. gyēnos), ანტიკური ხანის ქალაქი შავი ზღვის სანა...
 
+კატ., ბმულები
ხაზი 1:
'''გიენოსი''' ([[ბერძნ.]] gyēnos), ანტიკური ხანის ქალაქი [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე, [[კოლხეთი|კოლხეთში]] (ახლანდელი [[ოჩამჩირე|ქ. ოჩამჩირის]] მახლობლად). გიენოსს ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილექს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.). როგორც ვარაუდობენ, გიენოსს შეესატყვისება [[პომპონიუს მელასმელა]]ს (ძვ. წ. I ს.) მიერ მოხსენიებული ქ. კიკნოსი, [[სტეფანე ბიზანტიელისბიზანტიელი]]ს (VI ს.) ლექსიკონში დასახელებული ქ. პიენისი და ქ. ტიენისი. ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვიტარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის[[ჯიკუმური]]ს სესარტავთანშესარტავთან ბერძენთა, საფიქრებელია, ათენელთა, სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა. ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც უხვად აწვდიდა გემთმშენებლობისათვის საჭირო მასალას - ძვირფას ხეს (ბზა და სხვა). შემდეგში გიენოსის საგარეო ვაჭრობაში ათენის ადგილს იკავებენ მცირე აზიის ცენტრები, განსაკუთრებით სინოპი. ძვ. წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა, მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისუს სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V სს.).
 
{{ქსე}}
[[კატეგორია:შავიზღვისპირა ქალაქები]]
[[კატეგორია:ისტორიული ქალაქები]]