}}
'''შავარდენი''' (Falco), — [[ფირნველები|ფრინველთა]] გვარი [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს -— კვერცხებს (3-4 ცალიცალს) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები: Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს ([[შავარდენი (ფრინველი)|შავარდენი]], [[სონღული]]) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ„წითელ წიგნში"წიგნში“.
*''ჟორდანია რ.,'' ქსე, ტ. 10, გვ. 669, თბ., 1986
==იხილეთ აგრეთვე ==
*[[ბაზი (ფრინველი)]]
*{{ქსე|10|669|ჟორდანია რ.}}
{{ფაუნა}}
|