ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

*'''უსაფრთხოება''': საზოგადოებრივ კომპიუტერებზე (მაგ: ინტერნეტ-კაფეში), შესაძლოა, ეყენოს ტროიანები და კეილოგერები, რომლებიც პაროლებს იპარავვენ. ამ კომპიუტერებით მოსარგებლე მომხმარებლებს შეუძლიათ, მათი ძირითადი ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით, დაარეგისტრირონ ალტერნატიული ანგარიში. ასეთი ანგარიშების მომხმარებლისა და მომხმარებლის განხილვის გვერდები აუცილებლად გადამისამართებული უნდა იყოს მომხმარებლის მთავარი ანგარიშზე.
*'''კონფიდენციალურობა''': ისეთ სტატიაზე მომუშავე პიროვნებას, რომელიც საკამათოა მის ოჯახში ან სოციალურ და პროფესიულ წრეში, ხოლო მისი ანგარიშის ფლობელის ვინაობა ცნობილია ან ადვილი დასადგენია ამ წრისთვის, შეიძლება, სურდეს ალტერნატიული ანგარიშის შექმნა მისი რედაქტირებების (ან სხვა ვიკი-ქმედებების) გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით რეალურ სამყაროში.
*'''ანგარიშის ორეული''': ეს არის ანგარიში, რომელიც ძალიან ჰგავს მომხმარებლის ძირითადი ანგარიშის სახელს. მათ ქმნის აღნიშნული მომხმარებლი ამ მომხმარებლის სხვის მიერ განსახიერების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი ანგარიშები არ გამოიყენება რედაქტირებისათვის და გადამისამართებული უნდა იყოს მომხმარებლის ძირითად ანგარიშზე.
 
== სქოლიო ==
17,411

რედაქტირება