ვულკანური პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Armenian Plateau.jpg|მინი|330პქ|სომხეთი მთიანეთი (პლატო)]]
[[ფაილი:Rangipo.jpg|მინი|330პქ|ლავური პლატო ახალ ზელანდიაში]]
'''ლავური პლატო''' — [[ვულკანი|ვულკანური]] მოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე შექმნილი ვრცელი [[პლატო|პლატოები]] ან [[ვაკე (გეოგრაფია)|მოვაკება]].<ref name="gls">Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955</ref> წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე ([[ბაზალტი|ბაზალტური]]) [[ლავა|ლავის]] ამონთხევის შედეგად,<ref name="gls" /> რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება [[ხმელეთი]]ს ზედაპირის [[რელიეფი]]ს უსწორმასწორო ფორმები. ლავური პლატოების ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს. მასზე შესაძლოა წარმოიქმნას [[ფარისებრი ვულკანი]], [[შლაკური კონუსი]] და სხვა ვულკანური [[რელიეფის ფორმები]]. ზოგჯერ, ლავური პლატო არის კონკრეტულად რომელიმე [[ვულკანი]]ს ნაწილი. ლავური პლატოები ხშირად დაკავებულია [[ტბა|ტბებით]]. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები.
 
სავარაუდოდ, [[ხმელეთი]]ს ყველაზე ვრცელი ლავური პლატო ([[თულეანის პლატო]]) არსებობდა [[პალეოგენი|პალეოგენში]],<ref>[http://www3.interscience.wiley.com/cgi-bin/abstract/61005289/ABSTRACT Brittle tectonism in relation to the Palaeogene evolution of the Thulean/NE Atlantic domain: a study in Ulster] Retrieved on 2007-11-10</ref> [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] ჩრდილოეთ სექტორში, რომელსაც ეკავა ფართობი 1,8 ''მლნ''. კმ². მოგვიანებით პლატომ დაძირვა განიცადა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ვრცელი ოკეანური აუზი. დღეისათვის არსებული ყველაზე მსხვილი პლატოებია: [[კოლუმბიის პლატო]] ([[აშშ]]) და [[ონტონგ-იავის პლატო]] ([[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]). მნიშვნელოვანია აგრეთვე: [[სომხეთის მთიანეთი]], [[დეკანის ზეგანი]] და სხვ.
 
ლავური პლატოები გავრცელებულია [[საქართველო]]შიც. აღსანიშნავია [[ახალქალქის პლატო|ახალქალაქის ლავური პლატო]], რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს. აგებულია ქვედა მეოთხეული (ზედაპლიოცენური) დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით. პლატოს ლავები უკავშირდება [[ჯავახეთის ქედი]]ს სამხრეთი ნაწილის ვულკანურ ცენტრებს.