ვულკანური პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Armenian Plateau.jpg|მინი|330პქ|სომხეთი მთიანეთი (პლატო)]]
[[ფაილი:Rangipo.jpg|მინი|330პქ|ლავური პლატო ახალ ზელანდიაში]]
'''ლავური პლატო''' — [[ვულკანი|ვულკანური]] მოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე შექმნილი ვრცელი [[პლატო|პლატოები]]. წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე ([[ბაზალტი|ბაზალტური]]) [[ლავა|ლავის]] ამონთხევის შედეგად, რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება [[ხმელეთი]]ს ზედაპირის [[რელიეფი]]ს უსწორმასწორო ფორმები. ლავური პლატოების ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს. მასზე შესაძლოა წარმოიქმნას [[ფარისებრი ვულკანი]], [[შლაკური კონუსი]] და სხვა ვულკანური [[რელიეფის ფორმები]]. ზოგჯერ, ლავური პლატო არის კონკრეტულად რომელიმე [[ვულკანი]]ს ნაწილი. ლავური პლატოები ხშირად დაკავებულია [[ტბა|ტბებით]]. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები.
 
სავარაუდოდ, [[ხმელეთი]]ს ყველაზე ვრცელი ლავური პლატო ([[თულეანის პლატო]]) არსებობდა [[პალეოგენი|პალეოგენში]], [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] ჩრდილოეთ სექტორში, რომელსაც ეკავა ფართობი 1,8 ''მლნ''. კმ². მოგვიანებით პლატომ დაძირვა განიცადა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ვრცელი ოკეანური აუზი. დღესათვისდღეისათვის არსებული ყველაზე მსხვილი პლატოებია: [[კოლუმბიის პლატო]] ([[აშშ]]) და [[ონტონგ-იავის პლატო]] ([[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]). მნიშვნელოვანიმნიშვნელოვანია აგრეთვე: [[სომხეთის პლატომთიანეთი]], [[დეკანის ზეგანი]] და სხვ.
 
ლავური პლატოს ფორმებიპლატოები გავრცელებულია [[საქართველო]]შიც. აღსანიშნავია [[ახალქალქის პლატო|ახალქალაქის ლავური პლატო]], რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს. აგებულია ქვედა მეოთხეული (ზედაპლიოცენური) დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით. პლატოს ლავები უკავშირდება [[ჯავახეთის ქედი]]ს სამხრეთი ნაწილის ვულკანურ ცენტრებს.
 
ზედაპირი ბრტყელია, თუმცა აქა-იქ გართულებულია მცირედ ამაღლებული ბორცვებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ამირანისაგორა (სიმაღლე — 1884 მ, შეფარდებითი სიმაღლე 200 მ). არის ვულკანური გენეზისის ტბები, რომლებიც წარმოადგენენ ნაშთებს იმ წყალსატევებისა, რომლებმაც ამოავსეს ლავური განფენის ზედაპირის პირველადი უსწორმასწორობანი და ლავებით გადაკეტილი [[ხეობა|ხეობები]].
 
მნიშვნელოვანია აგრეთვე [[ყელის ზეგანი]], რომელიც შეიქმნა მეოთხეული ვულკანების მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ლავურ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება [[სამხრეთი]]თ — არხის ქედისკენ და [[აღმოსავლეთი]]თ — [[არაგვი]]ს სათავეებისაკენ. არის ტაფობები. პლატოდან გაწვდილია სხვადასხვა მიმართულების [[ლავა|ლავების]] მეტად ან ნაკლებად გრძელი შტოები — ლავური ღვარები, რომლებიც ძველ [[ხეობა|ხეობებს]] მიჰყვებიან.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ლავური ველი]]
* [[ლავა]]
* [[პლატო]]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[ko:용암 대지]]