ბორცვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Clouds over hills.jpg|thumb|350პქ|ბორცვები]]
'''ბორცვი''' — [[რელიეფის ფორმები|რელიეფის დადებითი ფორმები]]. წარმოადგენს შედარებით მცირე ამაღლებას სუსტად გამოკვეთილი ფერდობების მოხაზულობითაფერდობებითა და ძირით. შეფარდებითი სიმაღლე არ აღემატება 200 მ-ს. მომრგვალო ან ოვალური მოყვანილობისაა. წარმოიქმნება დადაბლებულ მხარეებში დანაწევრების შედეგად, მაშინ როდესაც დაბლდება მთიანი მხარეები და ეს უკანასკნელი გადადის [[დენუდაცია|დენუდაციურ დაბლობებში]], რომელიც გვირგვინდება აკუმულაციური პროცესებით: [[მყინვარი]]სა და [[ქარი]]ს მოქმედებით და სხვ. ბორცვი დენუდაციური პროცესების შედეგია.
 
ბორცვი, რომელიც არსებობდა მყინვარულ პერიოდამდე გამოფიტული იყო [[ყინული|ყინულზე]] (მოაქვს სხვადასხვა [[ქანი|ქანები]]), ან გარემომცველი ხეობები და ღრმულები ამოვსებული იყო მყინვარული დრეიფით. ბორცვის შედარებით მცირე სახესხვაობას წარმოადგენს [[სერი (გეომორფოლოგია)|სერი]]. არსებობს რამდენიმე კონკრეტული სახელწოდება, რომელიც ბორცვის სხვადასხვა ტიპის აღმნიშვნელია, აღსანიშნავია: [[დრუმლინი]], [[მოწმე]], [[ტორები]], [[პიუი]], გორაკი, მწკვრივი და სხვ. მაგალითად პიუი ადგილობრივი გეოლოგიური ტერმინია ოვერნისთვის ([[საფრანგეთი]]). [[დასავლეთ ციმბირის ვაკე]]ზე თუ ბორცვი ვიწროა და წაგრძელებულია სიგრძეში, მაშინ მას სერს ან მწკრივს უწოდებენ, თუ იგი ტალღოვანია — უვალებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორცვი“-დან