კოჩი: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი =ქალაქი |ქართული სახელი ... |
(განსხვავება არ არის)
|
22:20, 24 აპრილი 2012-ის ვერსია
კოჩი (მალაიალ. കൊച്ചി), წარსულში კოჩინი — მთავარი საპორტო ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაოპირო ზოლზე,არაბეთის ზღვაზე. მდებარეობს კერალის შტატში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოჩი მალაიალ. കൊച്ചി | |||||
ფაილი:Kochi Collage 01.jpg | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდოეთი | ||||
რეგიონი | კერალა | ||||
კოორდინატები | 9°58′37″ ჩ. გ. 76°16′12″ ა. გ. / 9.97694° ჩ. გ. 76.27000° ა. გ. | ||||
ფართობი | 94,88 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მ | ||||
მოსახლეობა | 601 574 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 6,340 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | ||||
სატელეფონო კოდი | +91-(0)484-XXX XXXX | ||||
საფოსტო ინდექსი | 682 | ||||
საავტომობილო კოდი | KL 7 | ||||
ოფიციალური საიტი | corporationofcochin.net | ||||
კოჩის ხშირად ერნაკულამს უწოდებენ, რაც მის დასავლეთ ნაწილს აღნიშნავს. ქალაქს მართავს სამოქალაქო მმართველობა — 1967 წელს შემქნილი კოჩინის კორპორაცია და სამართლებრივი უწყება, რომელიც მის განვითარებას კურურებს — დიდი კოჩის განვითარების სამმართველო, ასევე გოშრის კუნძულების განვითარების სამმართველო.
კოჩი კერალის შტატის მეორე უდიდესი ქალაქია და უდიდესი ურბანული აგლომერაციაა. ამაავე დროს, იგი შტატში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია და მიეკუთვნება დიდი კოჩინის რეგიონს. ინდოეთის მთავრობის მიერ კლასიფიცირდება B-1 რანგის ქალაქად, რაც შტატში უმაღლესი მაჩვენებელია. ნილსენის კომპანიამ ჟურნალ Outlook-ში კოჩი ინდოეთის მე-6 საუკეთესო ტურისტულ დესტინაციად დაასახელა.
ქალაქი მდებარეობს შტატის დედაქალაქ ტირუვანანტაპურამიდან 220 კმ-ით ჩრდილოეთით. ახ. წ. 1102 წელს, კოჩი კოჩინის სამეფოს ცენტრი გახდა, რომელიც კულაშეხარის იმპერიისგან წარმოიშვა. XIV საუკუნიდან ქალაქი არაბეთის ზღვის დედოფლად მონათლეს და იგი ამ ზღვის სანაპიროზე სანალებლებით ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. 1503 წელს კოჩი პორტუგალიის იმპერიამ აიღო და ის პირველი ევროპული კოლონია გახდა ინდოეთში. 1530 წალმდე, იგი პორტუგალიის ინდოეთის მთავარ ცენტრად რჩებოდა, სანამ ეს სტატუსი გოას გადაეცემოდა. ქალაქი შემდეგში ჰოლანდიელებმა და ბრიტანელებმა აიღეს,