სიმინდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
r2.7.2) (ბოტის დამატება: ps:جوار; cosmetic changes
ხაზი 15:
| commons =Category:Zea mays
}}
'''სიმინდი''' (Zea mays) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახიოჯახისა]]სა. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად: [[ბუშტარა სიმინდი]] (Zea mays everta), [[რბილი სიმინდი]] (Zea mays amylacea), [[კბილა სიმინდი]] (Zea mays indentata), ნახევარკბილა სიმინდი (Zea mays scmidentata), კაჟა სიმინდი (Zea mays imdurata), ტკბილი სიმინდი (Zea mays saccharata), რბილ-ტკბილი სიმინდი (Zea mays amyleosacharata), ცვილა სიმინდი (Zea mays ceratina), კილიანი სიმინდი (Zea mays tunicata).
 
სიმინდი ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი მცენარეა. აქვს 50-80 სმ-იდან 5-6 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო. ფოთოლი ფართო ლანცეტისებრია, ზემოდან შებუსული, მორიგეობით განლაგებული. მამრობითი ყვავილედი (ღეროს წვერზე) საგველაა, მდედრობითი (ფოთლის იღლიაში) - ტარო, რომლის სიგრძე 4-50 სმ, მასა 30-500 გ აღწევს. ღეროზე 1-2, ან იშვიათად 3 ტაროა. ნაყოფი მარცვალაა, 1000 მარცვლის მასა 50-1100 გ., ჩვეულებრივ 100-400 გ. მარცვალი ღვივდება 10-11 °C ტემპერატურაზე. სიმინდი თბილი და ტენიანი კლიმატის მცენარეა.
 
სიმინდის სამშობლოა ცენტრალური და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკა]]. [[საქართველო]]ში პირველად [[XVII საუკუნე]]ში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11,3-14,2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა.
 
სიმინდის მარცვლისაგან ღებულობენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად.
ხაზი 25:
სიმინდის მწვანე მასა ძვირფასი [[სილოსი|სასილოსე]] მასალაა.სიმინდის ღეროსა და ნაქუჩისაგან ქიმიურ და სამეურნეო დანიშნულების 40-მდე პროდუქტს ამზადებენ. სიმინდს თესავენ სამარცვლედ, სასილოსედ, მწვანე საკვებად, ამავე დროს თესავენ როგორც ცალკე, ისე [[ლობიო]]ს, [[სოია]]ს, [[გოგრა|გოგრისა]] და სხვა კულტურებთან ერთად. თესლბრუნვაში თესავენ უმთავრესად საშემოდგომო თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ. მოჰყავთ აგრეთვე მონოკულტურად, თავიანი კულტურების აღების შემდეგ ნიადაგს ჯერ აჩეჩავენ, შემდეგ ხნავენ შემოდგომაზე (მზრალად) 22-30 სმ სიღრმეზე, ხვნის წინ შეაქვთ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები. აზოტიანი სასუქის ნაწილი შეაქვთ მომდევნო გაზაფხულზე თესვისწინა დამუშავების დროს, დანარჩენი — მცენარის გამოსაკვებად.
 
სიმინდს თესავენ როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე 10-11 °C. თესავენ ფართო მწკვრივად (70 სმ) ან კვადრატულ-ბუდობრივად (70 ×70 სმ). ნათესის მოვლაგულისხმობს აღმოცენის დაფარცხვას, ბუნებისა და მწკვრივების გამოხშირვას (3-4 ფოთლის ფაზაში), მწკვრივთშორისების 2-3-ჯერ კულტივაციას, სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენებას და სხვა.
 
ამჟამად შემუშავებულია და ფართოდ ხორციელდება სიმინდის ინდუსტრიული ტექნოლოგია. საქართველოში დარაიონებულია ჰიბრიდები: ქართული 9 ტვ, ქართული 52, ენგური, ვირ 42, კრასნოდარის 5 ტვ და 303, ივერია 503; ჯიშები: აბაშური ყვითელი, აჯამეთის თეთრი და სხვა. კარგი აგროტექნიკური და ხელსაყრელ პირობებში მარცვლის მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 130 ც აღწევს. სიმინდის ძირითადი მავნებლებია მავთულა და ცრუმავთულა იები, ღეროს ფარვანა, ბამბის ხვატარი და სხვა; დაავადებები:ბუშტოვანი და მტვრიანი გუდაფშუტა, ფუზარიოტი, სიმინდის თეთრა და სხვა.
ხაზი 31:
 
 
სიმინდის მარცვალი შეიცავს [[წყალი|წყალს]], [[ცილოვანი ნივთიერებები|ცილოვან ნივთიერებებს]], [[სახამებელი|სახამებელს]], [[ცხიმი|ცხიმს]], [[მაცარი|ნაცარს]], [[ცხიმზეთი|ცხიმზეთს]], [[მწარე|მწარეებს]]ებს, [[ეთერზეთი|ეთერზეთს]], [[ქლოროფილი|ქლოროფილს]]; [[ვიტამინი K|K]], [[B ვიტამინები|B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, B<sub>6</sub>]], [[ვიტამინი D|D]] და [[ვიტამინი E|E]] ვიტამინებს, [[ასკორბინის მჟავა]]ს. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც [[შარდმდენი]], [[ნაღველმდენი]] საშუალება.
 
 
ხაზი 141:
[[pnb:مکی]]
[[pnt:Λαζούδ]]
[[ps:جوار]]
[[pt:Milho]]
[[qu:Sara]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმინდი“-დან