პათოფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.2) (ბოტის დამატება: nl:Pathofysiologie; cosmetic changes
ხაზი 1:
'''პათოფიზიოლოგია''' (''პათოლოგიური ფიზიოლოგია'') — [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის დაავადებული [[ორგანიზმი]]ს ცხოველმოქმედებას, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, ავადმყოფობის აღმოცენების, მიმდინარეობის, გამოსავლის მექანიზმებს და ზოგად კანონზომიერებებს. პათოფიზიოლოგია ძირითადად ფუნქციაში მომხდარ ცვლილებებს შეისწავლის. პათოფიზიოლოგიას დაავადებული ორგანიზმის ფიზიოლოგიასაც უწოდებენ. ის მედიცინის ინტელექტუალური ბაზაა. მოიცავს [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] პრობლემებსაც. სწავლობს არა მარტო ავადმყოფობათა განვითარების მექანიზმებს, არამედ დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვის მექანიზმებსაც.
 
პათოფიზიოლოგიის კვლევის ობიექტი პათოლოგიური პროცესი და დაავადებაა, მიზანი კი, მათი განვითარების ძირეული კანონზომიერებების დადგენით, მკურნალობისა და ლიკვიდაციის გზების შემუშავებაა. პათოფიზიოლოგია საშუალებას გვაძლევს [[მეცნიერება|მეცნიერულად]] მივუდგეთ დაავადებათა [[ეტიოლოგია|ეტიოლოგიისა]] და [[პათოგენეზი]]ს საფუძვლებს, ის ერთგვარი ხიდია თეორიულ და კლინიკურ მედიცინას შორის.
პათოფიზიოლოგია გვეხმარება სამედიცინო აზროვნების ფორმირებაში. ექსპერიმენტულ და ასევე სხვა სახის სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, კლინიკას აძლევს დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკის და მკურნალობის ახალ რეკომენდაციებს. პათოფიზიოლოგია [[ექიმი]]ს მომზადების სისტემის, უმაღლესი სამედიცინო სკოლის ერთ–ერთი ფუნდამენტური დისციპლინაა.
 
პათოფიზიოლოგიის კურსი ძირითადად სამი ნაწილისაგან შედგება:
ხაზი 9:
* 3. კლინიკური პათოფიზიოლოგია.
 
პათოფიზიოლოგიის შესწავლის ძირითადი მეთოდი არის ექსპერიმენტი, რაც საექსპერიმენტო ცხოველებზე ავადმყოფობის მოდელირებას გულისხმობს. ავადმყოფობის განვითარების მექანიზმების ასახსნელად, გამოიყენება სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევის სხვა მეთოდებიც, თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება. კლინიკური პათოფიზიოლოგია კი, ავადმყოფზე დაკვირვებითა და თანამედროვე კვლევების ჩატარების შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
 
პათოფიზიოლოგიის ისტორია მე-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს და მე-XVIII საუკუნეში უკვე იხმარება ტერმინი „პათოლოგიური ფიზიოლოგია“. [[1996]] წლიდან კი მიღებულია ეწოდოს „პათოფიზიოლოგია“. [[1960|1960 წელს]] დაარსდა საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] საპატიო წევრი ვ.ვორონინი, ის [[1922]] წლიდან [[1955]] წლამდე ხელმძღვანელობდა პათოფიზიოლოგიის კათედრას (ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი), რომელიც 1920 წელს, თსუ–ის სამკურნალო ფაკულტეტზე დაარსდა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|637|ნათაძე თ.}}
* ვ. ყიფიანი, პათოფიზიოლოგიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი (ზოგადი პათოფიზიოლოგია), თბ., 2009.
ხაზი 29:
[[hr:Patofiziologija]]
[[ja:病態生理学]]
[[nl:Pathofysiologie]]
[[pl:Fizjologia patologiczna]]
[[ru:Патологическая физиология]]