აზერბაიჯანის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: hu:Azerbajdzsán történelme
ხაზი 138:
 
==საბჭოთა აზერბაიჯანი==
ნაციონალური მთავრობის ბოლშევიკურ ძალებთან მშვიდობიანი ჩაბარების შემდეგ, აზერბაიჯანი [[1920]] წლის 28 აპრილს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ცოტა ხანში კი ბაქოში [[1920]] წლის სექტემბერს [[აღმოსავლეთის ხალხების კონგრესი]] ჩატარდა. ფორმალურად სახელმწიფო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ რეალურად იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იმართებოდა მოსკოვიდან. ის სომხეთთან და საქართველოსთან ერთად [[1922]] წლის მარტში [[ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში]] (ასფსრ) გაერთიანდა. [[1922]] წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ასფსრ საბჭოთა კავშირის ოთხი ძირითადი რესპუბლიკიდან ერთ-ერთი გახდა. [[1936]] წელს ასფსრ დაიშალა და იგი საბჭოთა კავშირის შიგნით სამი ცალკე რესპუბლიკად გადაიქცა.
 
როგორც კავშირის სხვა რესპუბლიკები, 1930ან წლებში აზერბაიჯანსაც შეეხო სტალინის ჩატარებული "[[დიდი წმენდა|წმენდა]]". ამ პერიოდში, ზოგჯერ მოხსენიული როგორც "წითელი ტერორი", დახოცეს ათასობით ადამიანი, ისეთი გამოჩენილი აზერბაიჯანელი ფიგურების ჩათვლით როგორებიც იყვნენ ჰუსეინ ჯავიდი, მიკაილ მუშვიგი, რუჰულა ახუდოვი, აინა სულთანოვა და სხვები. აზერბაიჯანში წმენდას მირ ჯაფარ ბაგიროვი უძღვებოდა, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რომელიც სტალინის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. მისი მთავარი სამიზნე იყო ინტელიგენცია, მაგრამ მან ასევე გაანადგურა კომუნისტური ლიდერები, რომლებსაც სიმპათია გააჩნდათ ოპოზიციის მიმართ ან რომლებიც ერთ დროს პან-თურკიზმისკენ იხრებოდნენ ან ჰქონდათ კავშირი ირანში ან თურქეთში რევოლუციურ მოძრაობებთან.
 
1940ანი წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის სსრ საბჭოთა კავშირის გაზისა და ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი, განსაკუთრებით ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონი იყო. გერმანელების შეჭრამ საბჭოთა კავშირში [[1941]] წლის ივნისში, [[1942]] წლის ივლისში [[დიდი კავკასიონი|დიდ კავკასიონს]] მიაღწია, მაგრამ გერმანელებს არასდროს გადაუკვეთავთ აზერბაიჯანის საზღვარი. მრავალი აზერბაიჯანი განსხვავებული ჩინით იბრძოდა საბჭოთა არმიაში (დაახლოებით 600-800,000), აზერი [[გენერალ-მაიორი]] [[აზი ასლანოვი]] ორჯერ დააჯილდოვეს [[საბჭოთა კავშირის გმირი|საბჭოთა კავშირის გმირის]] მედლით. დაახლოებით 400,000 აზერბაიჯანელი დაიღუპა [[II მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომში]]. ასევე, გერმანელებს ჰქონდათ უშედეგო მცდელობები, რომ ეთანამშრომლათ ემიგრირებულ პოლიტიკურ ფიგურებთან, ყველაზე ცნობილია [[ამინ რასულზადე]].
 
დე-სტალინიზაციის პოლისებმა და გაუმჯობესებებმა 1950ანი წლების შემდეგ, აზერბაიჯანის უმეტეს ნაწილში უკეთესი განათლება და საცხოვრებელი პირობები მოიტანა. ეს პროცესი დაემთხვა სწრაფი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პერიოდს. ამ ცვლილებების პერიოდში ამოქმედდა [[რუსიფიკაცია|სბლიჟენიეს]] (დაახლოება) ინსტიტუტები, რომელთა მიზანი სსრკ-ს ხალხების მონოლითურ საბჭოთა ნაციად ქცევა იყო.
ხაზი 149:
 
სტრუქტურული კრიზისის დასრულებისათვის მთავრობამ მოსკოვიდან, 1969 წელს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად ჰეიდარ ალიევი დანიშნა. ალიევმა დროებით გააუმჯობესა ეკონომიკური მდგომარეობა და ალტერნატიული ინდუსტრიები წამოსწია წინ, როგორიცაა ბამბა. მან ასევე გადაახალისა რესპუბლიკის მმართველი ელიტა, რომელიც ახლა ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე უღალატა "დაახლოების" მიმართულებას. 1982 წელს ალიევი მოსკოვის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრად დაინიშნა - უმაღლესი პოზიცია, რომელიც როდესმე მიუწღევია აზერბაიჯანელს საბჭოთა კავშირში. 1987 წელს, როდესაც დაიწყო პერესტროიკა, იგი გადაყენებულ იქნა საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის მიერ, რომლის პოლიტიკასაც ალიევი ეწინააღმდეგებოდა.
 
გვიან 1980ან წლებში, გორბაჩოვის ერაში, კავკასია მზარდი არეულობით ხასიათდებოდა, ძირითადად ეს ეხებოდა ნაგორნო-ყარაბახის პრობლემას. პოლიტიკური გამოფხიზლება 1988 წლის თებერვალში დაიწყო ეთნიკური კონფლიქტის განახლებასთან ერთად, რომელიც გამოიწვია სომხეთის მოთხოვნამ შეერთებინა აზერბაიჯანის სსრ-ს [[ნაგორნო-ყარაბახის ავტონომიური ოლქი]] სომხეთის სსრ-თვის. [[1988]] წლის მარტისათვის სომხებმა ასობით ათასი აზერი გააძევეს ყარაბახიდან და სომხეთიდან, ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა სომხური მოსახლეობის [[პოგრომი|პოგრომებს]] ბაქოსა და [[სუმგაითი|სუმგაითში]]. რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით დაამყარა წესრიგი რამდენიმე შემთხვევაში, მაგრამ არეულობა მაინც გრძელდებოდა.
 
ეთნიკურმა ბძრძოლამ კომუნისტური პარტიის, როგორც ნაციონალური ინტერესების ლიდერის არარსებობა გამოავლინა და [[გლასნოსტი|გლასნოსტის]] ფონზე დაიწყეს გამოჩენა დამოუკიდებელმა პუბლიკაციებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა. ამ ორგანიზაციებიდან ყველაზე მოწინავე აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი (ასფ) იყო, რომელმაც [[1989]] წლის დაცემასთან ერთად ძალაუფლება კომუნისტურ პარტიას გაუთანაბრა. ასფ მალე კონსერვატიულ-ისლამურ და ოპორტუნისტულ ფრთად გაიყო. გაყოფას ანტი-სომხური ძალადობა ბაქოში და საბჭოთა ჯარების ინტერვენცია მოჰყვა.
 
{{ითარგმნება}}