ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Berner Alpen.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|ბერნის ალპების პანორამა, წინა პლანზეა [[ფინსტერაარჰორნი]] (4274 მ).]]
'''ბერნის ალპები''' ({{lang-de|Berner Alpen;}} აგრეთვე ცნობილია როგორც '''''ბერნის ობერლანდი''''') — [[დასავლეთი ალპები|დასავლეთ ალპების]] მთების ჯგუფი [[შვეიცარია]]ში. გადაჭიმულია მდინარე [[რონა|რონის]] ხეობიდან მდინარე [[აარე|აარეს]] ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4274 მ ([[ფინსტერაარჰორნი]]). სხვა მთავარი მწვერვალებია: [[ალეჩჰორნი]] (4195 მ), [[იუნგფრაუ]] (4158 მ), [[მენხი]] (4099 მ), [[შრეკჰორნი]] (4078 მ). გაბატონებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები.
 
ბერნის ალპები გამოეყოფა [[პენინის ალპები|პენინის ალპებს]] სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით [[ლეპონტინის ალპები|ლეპონტინის ალპებს]] რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით [[გლარნის ალპები|გლარნის ალპებს]] მდინარე როისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით [[ჟენევის ტბა|ჟენევისა]] და [[ფირვალდშტედტის ტბა|ფირვალდშტედტის ტბების]] ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: [[ალეჩის მყინვარი|ალეჩი]] და [[ფიშერის მყინვარი|ფიშერი]].